თამარ ჩერგოლეიშვილი შსს-ს: გაგიჟდით?

ტელეკომპანია “ტაბულას” დირექტორის და “ნაციონალური მოძრაობის” წევრის გიგა ბოკერიას მეუღლე თამარ ჩერგოლეიშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს.

“შიშს რომ დიდი თვალები აქვს და საქმე რომ ცუდად გაქვთ გასაგებია, მაგრამ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ წყობიდან უნდა გამოხვიდეთ?გაგიჟდით?”, – წერს “ფეისბუქზე” ჩერგოლეიშვილი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო ხელისუფლების დამხობის მცდელობისა და შეთქმულების ფაქტზე. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული გამოძიება მიხეილ სააკაშვილის და გიგა ბოკერიას შეხვედრას უკავშირდება.

ამ შეხვედრის დეტალების შესახებ თამარ ჩერგოლეიშვილი “ფეისბუქზე” წერს:

“სხვა დროს, ისტორიებს რომ შეთხზავთ, გაითვალისწინეთ, რომ მიშა თამუნას მიძახის. თუ ჩემზე გაბრაზებულია – ჩერგოლეიშვილს. არანაირი თამრიკო. რაც შეეხება მიშასთან შეხვედრას. ისიც, გიგაც და მეც ვიყავით მადრიდში (EPP სამიტი იყო). მადრიდიდან სტამბულამდე ვიფრინეთ ერთად. სტამბულში თბილისის რეისის გეითთან მოვიდა და დაახლოებით 10 წუთი ვილაპარაკეთ. ვიცინეთ ჩემ დაჭერაზე და გავიხსენეთ ო’ჰენრის ცნობილი წითელკანიანთა ბელადი. დიდი დრო წაიღეს ქალბატონებმა, რომლებსაც მიშასთან ფოტოს გადაღება სურდათ. ცხადია ვილაპარაკეთ უკრაინაზე. ვიდექით ბევრ ხალხში, რომელთა ნაწილიც დაინტრიგებული იყო, ფიქრობდნენ რომ მიშა თბილისში მოფრინავს. ეგაა და ეგ”, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

Comments
Loading...