თამარ ჩუგოშვილი ისრაელის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი თამარ ჩუგოშვილი ისრაელის ელჩს საქართველოში შაბთაი ცურის შეხვდა.

შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, სადაც მხარეეებმა ქვეყნების ურთიერთობასა და თანამშრომლობის გაძლიერებაზე ისაუბრეს. საუბარი ასევე შეეხო როგორც საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებასა და მეგობრობის ჯგუფების თანამშრომლობის გააქტიურებას, ასევე ორი ქვეყნის ერთობლივი ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხს.
შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილის თაობაზე, რაც კარგი შესაძლებლობაა ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებული აქტიური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისათვის.
პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა, სამომავლო საქმინობაში წარმატებები უსურვა და კიდევ ერთხელ დაადასტურა ორი ქვეყნის საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გაძლიერებისთვის სრული მზადყოფნა.

Comments
Loading...