თამარ ჩუგოშვილი: ყველას ინტერესშია სწრაფად მოხდეს მთავრობის დამტკიცება

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი მთავრობის დროულად დამტკიცების მნიშვნელობაზე საუბრობს . არ არის გამორიცხული, კანონმდებლებმა ამ თემაზე ხვალ მე-9 მოწვევის პარლამენტის ბიუროს პირველ სხდომაზეც იმსჯელონ.

„მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურები დაიწყება. პირველ რიგში კომიტეტები ჩაატარებენ პირველ საორგანიზაციო სხდომებს, სადაც უნდა აირჩიონ მოადგილეები და დამტკიცდეს კომიტეტის დებულებები“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მისი თქმით, ყველას ინტერესშია, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს მთავრობის დამტკიცება, რათა შეეძლოს თავისი საქმიანობის ეფექტურად განხორციელება, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია, რომ კომიტეტებზე და უმრავლესობასთან და უმცირესობასთან შეხვედრებზე პარლამენტის წარმომადგენლებს ჰქონდეთ შესაძლებლობა დეტალურად განიხილონ პროგრამა, დასვან კითხვები და მიიღონ პასუხები.

Comments
Loading...