თამარ-მეფის გამზირზე საცხოვრებელ სახლში ძლიერი ხანძარია

თბილისში, თამარ მეფის გამზირზე მდებარე

სამსართულიან სახლში ძლიერი ხანძარია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია 15-მდე სახანძრო და სამაშველო მანქანა.

ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია 80-მდე მეხანძრე-მაშველი. დროული რეაგირების გამო, დაშავებულები არ არიან.

ხანძრის გამო, მიმდებარე ტერიტორიაზე მაცხოვრებლებს ელექტროენერგიის მიწოდებაც შეუწყდათ.

Comments
Loading...