თამარ სანიკიძე საქართველოში ამერიკის ელჩს შეხვდა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარე საგანმანათლებლო და ინფრასტრუქტურული პროექტები გაგრძელდება და თანამშრომლობა სტარტეგიულ პარტნიორთან ახალ ფაზაში გადავა. ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გაიმართა საუბარი პირველ, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრს თამარ სანიკიძესა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს იან კელის შორის. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი კატერი კლემენტი. სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე თითქმის ყველა მიმდინარე ერთობლივი პროექტი შეფასდა. განსაკუთრებული ხაზგასმით აღინიშნა აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე, 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტი, რომელიც მიმართულია ეკონომიკური ზრდისა და სიღარიბის დაძლევისკენ საქართველოში საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების გზით:

* უმაღლესი განათლების სფეროში, 30 მილ. აშშ დოლარი მიმართულია ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტების კონსორციუმის დასაფუძნებლად, საერთაშორისო სტანდარტის მქონე უმაღლესი განათლების პროგრამების შესაქმნელად საბუნებისმეტყველო მეცინიერების, ტექნლოგიებისა და ინჟინერიის (Science, Technology, Engineering, Math – STEM) დარგში. პროგრამის ფარგლებში, 2014 წელს აშშ-ის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს მთავრობას შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს და 2015 წელს აღნიშნულმა უნივერსიტეტმა უკვე მიიღო სტუდენტების პირველი ნაკადი ამერიკულ ბაკალავრიატის პროგრამებზე კომპიუტერულ ინჟინერიაში, ელექტრულ ინჟინერიასა და ქიმია/ბიოქიმიაში. სწავლის დამთავრების შემდეგ სტუდენტები სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკულ დიპლომებს მიიღებენ;

* ზოგადი განათლების მხარდაჭერის ფარგლებში, აშშ-ს მთავრობის 75 მილ. აშშ დოლარის ოდენობის გრანტი მიმართულია სასკოლო ინფრასტრუქტურისა და სასწავლო გარემოს გაუმჯობესებისკენ;

* კომპაქტის 16 მილ. აშშ დოლარის ოდენობის გრანტი მიმართულია ტექნიკური და პროფესიული განათლების მხარდაჭერისთვის.

* აღსანიშნავია რუსთაველის ფონდის თანამშრომლობა აშშ-ს კვლევისა და განვითარების ფონდთან, რომლის ფარგლებშიც არაერთი ერთობლივი სამეცნიერო პროექტი განხორციელდა.

* უნდა აღინიშნოს აშშ-ს განვითარების ფონდის (USAID) მიერ დაფინანსებული „დაწყებითი განათლების პროექტი“ (G-Pried), რომელიც მიმართულია წერა-კითხვისა და მათემატიკის უკეთ ათვისებისთვის. პროექტი ძალიან წარმატებული და თანამიმდევრულია.

* ფასდაუდებელია „მშვიდობის კორპუსის“ მოხალისეთა როლი რეგიონებში ინგლისური ენის შესწავლისა და დასავლური კულტურის ფასეულობათა დანერგვის თვალსაზრისით;

* ხასგასასმელია აგრეთვე აშშ-ს განვითარების ფონდის დაფინანსებით და PH International -ის მენეჯმენტით სკოლებში სამოქალაქო განათლების სწავლების ხელშეწყობა;

* განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, PH International -თან და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, ახორციელებს „ სამართლებრივი სწავლების“ წარმატებულ პროგრამას

Comments
Loading...