„თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ საარჩევნო სია ცნობილია

პარტია „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ საარჩევნო სია ცნობილია.

როგორც მეჭიაურმა „ინფო 9“-ს განუცხადა, მისი პარტიის პირველი ათეული შემდეგია:

1) თამაზ მეჭიაური; 2) ია მეტრეველი; 3) დავით ფაცაცია; 4) ზურაბ კობიაშვილი; 5) ზაურ ხაჩიძე; 6) მიხეილ ნემსიწვრერიძე; 7) დავით მუჭაური; 8) თამარ კიკნაძე; 9) არმან ჯეირანლი; 10) ხათუნა მაჭავარიანი.

პარტიის სიის პირველი ნომერი ასევე დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მაჟორიტარი კანდიდატია.

მეჭიაურის თქმით, მის პარტიას ყველა მონაცემი აქვს, რომ საარჩევნო ბარიერი გადალახოს.

„ვეცდებით, არ დავკმაყოფილდეთ ამით, მივიღოთ იმდენი მანდატი, რაც საშუალებას მოგვცემს მონაწილეობა მივიღოთ ყველა პრინციპული საკითხის გადაწყვეტაში“, – აღნიშნა მეჭიაურმა.

Comments
Loading...