თამაზ მეჭიაური გიორგი მარგველაშვილზე: ის ჩვენი კლასის დამრიგებელი არ არის

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამა მეჭიაური ქვეყნის პრეზიდენტს დამრიგებლურ ტონს უწუნებს და მიიჩნევს, რომ მარგველაშვილს განმარტებები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიდან უნდა მოეთხოვა.

„განმარტების მოთხოვნა არა დიპლომატიურობას სულაც არ ნიშნავს. პირიქით მას უნდა მოეთხოვა ელჩებისგან განმარტებები რის საფუძველზე აკეთებდნენ ისეთ განცხადებებს, რომელიც რბილად, რომ ვთქვათ, ჩარევა იყო ქვეყნის საშინაო საქმეებში.

თუ ვინმეს განცხადებებში ნიშნებს დაინახავს რომ ვინმე ზომაზე მეტად ერევა ჩვენს საშინაო საქმეებში, ის პირველი უნდა იღებდეს განმარტებებს და თუ მისათითებელია, თვითონ უნდა უთითებდეს. ის ჩვენი კლასის დამრიგებელი არ არის, რომ ჩვენს განმარტებებს დიპლომატიური ან არადიპლომატიური უწოდოს”, – აცხადებს თამაზ მეჭიაური “რუსთავი 2”-თან საუბრისას.

Leave A Reply

Your email address will not be published.