თამაზ მეჭიაური: მარგველაშვილზე გაცილებით წარმატებული პრეზიდენტები მუშაობენ მაგის მეათედ ფართობზე

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ავლაბრის რეზიდენცია უნდა დატოვოს.

„პრეზიდენტის გამოსახლებასთან დაკავშირებით არსებობს სამართლებრივი გზა. ყველას აქვს განსაზღვრული თავისი სამუშაო ადგილი. როგორც განისაზღვრება კანონმდებლობით და შესაბამისი უწყებების გადაწყვეტილებით, ის იქნება პრეზიდენტის სამუშაო ადგილი. მას თვითონვე ჰქონდა გაცხადებული, რომ ის იქ არ აპირებდა მუშაობას და ძალიან კარგად ეტეოდა იქ, სადაც იყო განსაზღვრული. მარგველაშვილზე გაცილებით წარმატებული და დიდი ქვეყნების პრეზიდენტები მუშაობენ მაგის მეათედ ფართობზე. გადახედოს, რომელს აქვს ასეთი პომპეზური შენობები. თეთრ სახლზე დიდია ლამის”, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

Comments
Loading...