თამაზ ურთმელიძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არ გამოცხადდება
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო გვენტაძის ინიციატივით, “რუსთავი 2”-ის საქმის ირგვლივ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, მან ამ თემასთან დაკავშირებით საბჭოს სხდომა მოიწვია.
სხდომაზე მიწვეული იყო საქმის მოსამართლე თამაზ ურთმელიძე, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არ გამოცხადდა.
თამაზ ურთმელიძემ ახსნა-განმარტებითი წერილი გამოაგზავნა, თუ რატომ არ დაესწრება ის საბჭოს დღევანდელ სხდომას.