თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებით, გვარამიას და დამენიას უფლებამოსილება აღუდგათ
მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ „რუსთავი 2″-ის დროებით მმართველებთან დაკავშირებით, ახალი გადაწყვეტილება მიიღო.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის დროებით მმართველს რევაზ საყევარიშვილს უფლებამოსილება შეუჩერდა, დავით დვალს კი გაუუქმდა.
შესაბამისად, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე უფლებამოსილება აღუდგა ნიკა გვარამიასა და კახა დამენიას.