“თამაზაშვილის მოკვლა შემიკვეთეს”

ვის წინააღმდეგ მისცემს ჩვენებას თამაზ თამაზაშვილის ყოფილი თანასაკნელი?! -ამ სათაურით გაზეთი “კვირის პალიტრა“ ვუგარ ალიევითან ინტერვიუს აქვეყნებს.
ალიევი ამბობს, რომ 2009 წლის 22 ოქტომბერს ვანო მერაბიშვილისა და ერეკლე კოდუას ბრძანებით დააკავეს.
“2009 წლის 22 ოქტომბერს ვანო მერაბიშვილისა და ერეკლე კოდუას ბრძანებით დამაკავეს. ადრე კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი ვიყავი და ზემდგომებთან ინფორმაცია მივიტანე, რომ მარნეულში კუდ-ის ყოფილი უფროსი და სოდ-ის თანამშრომელი ნარკორეალიზატორებისგან ფულს იღებდნენ. ეს არ მოეწონათ.
“ბარიგას” დაჭერა რომ მინდოდა, ზემოდან მირეკავდნენ, თავი დაანებე, ჩვენი კაციაო. ერთი-ორჯერ “მოდულშიც” დამიბარეს. კოდუას მოადგილე და მარნეულის სოდ-ის ყოფილი უფროსი დამემუქრნენ, თუ არ გაჩერდები, “კისლატას” გადაგასხამთ და შენგან ძვალიც არ დარჩებაო. ერთ კვირაში კი მანქანაში 3 გრამი ჰეროინი ჩამიდეს და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის დამაკავეს. გასამართლებული ვარ თაღლითობისა და ქრთამის აღების ბრალდებითაც. მერე ყველა სასჯელი შემიკრიბეს და 27 წელი მომისაჯეს“,-აცხადებს ალიევი.
მისი თქმით, აცხადებს,რომ ის მე-8 საპყრობილის 66-ე საკანში თამაზ თამაზაშვილთან და სულხან მოლაშვილის ძმასთან, თორნიკე მოლაშვილთან ერთად იხდიდა სასჯელს.
ალიევი აცხადებს,რომ თამაზაშვილისთვის (როცა ის სააბაზანოში იქნებოდა) ტელეფონის “ჩადება“ დაავალეს.
დავალების თანახმად, ჩხრეკა რომ ჩატარდებოდა, ალიევს უნდა ეთქვა, თითქოს ლექსო თამაზაშვილმა მოისყიდა ციხის თანამშრომელი მათე ელბაქიძე და მისი ხელით ტელეფონი შემოგზავნა თამაზ თამაზაშვილს.
ალიევის თქმით, მან დავალების შესრულებაზე უარი განაცხადა, რის გამოც მორგში გაიყვანეს და სამი დღის განმავლობაში აწამებდნენ.
ალიევის თქმით, ამის შემდეგ მას თამაზაშვილის ლიკვიდაცია შეუკვეთეს, დიახ, მე-8 საპყრობილის 66-ე საკანში ვისხედით მე, თამაზ თამაზაშვილი და თორნიკე მოლაშვილი, სულხან მოლაშვილის ძმა. მერე თორნიკე სხვაგან გადაიყვანეს და მე და თამაზაშვილი დავრჩით. მე-8 საპყრობილეში მაშინდელი მინისტრი ხათუნა კალმახელიძე მოდიოდა ხოლმე, ციხის დირექტორს დავით ხუჭუას კი კაბინეტში ავყავდი. კალმახელიძე მეკითხებოდა, აბა, მითხარი, თამაზაშვილი რას ამბობს, “ოცნება” ხელისუფლებაში მოვა თუ არა, ან ამ ხნის განმავლობაში ივანიშვილთან ან ღარიბაშვილთან ურთიერთობა ჰქონდა თუ არაო… მერე ოლეგ ფაცაციამ ამიყვანა ხუჭუას კაბინეტში.
დამავალეს, თამაზაშვილისთვის (როცა ის სააბაზანოში იქნებოდა) ტელეფონი ჩამედო. ჩხრეკა რომ ჩატარდებოდა, მე უნდა მეთქვა, თითქოს ლექსო თამაზაშვილმა მოისყიდა
ციხის თანამშრომელი მათე ელბაქიძე და მისი ხელით ტელეფონი შემოუგზავნა თამაზ თამაზაშვილს. ბატონ თამაზზე დამატებით საქმეს აღძრავდნენ და ცხადია, მათე ელბაქიძეც დაისჯებოდა. უარი განვაცხადე, რის გამოც მორგში გამიყვანეს და სამი დღე-ღამის განმავლობაში მაწამებდნენ. კბილებიც ჩამიმტვრიეს… ტანჯვას ვერ გავუძელი და რეჟიმის უფროსს შევუთვალე, ყველაფერზე თანახმა ვარ-მეთქი… შემდეგ თამაზაშვილის მოკვლა შემიკვეთეს – მომცეს აბები, რომლებიც მისთვის ორი კვირის განმავლობაში ჩაიში უნდა ჩამეყარა. მეუბნებოდნენ, თამაზაშვილს სამ თვეში ღვიძლი დაეშლება და მოკვდებაო. აბები ტუალეტში ჩავყარე… ამასობაში ხელისუფლებაც შეიცვალა და მალე გამათავისუფლეს“,-აცხადებს ვუგარ ალიევი.

წყარო: kvira.ge

Comments
Loading...