თაქთაქიშვილი და კანდელაკი ყველაფერს კადრულობენ საქართველოს წინააღმდეგ

“თაქთაქიშვილი და კანდელაკი კი ყველაფერს კადრულობენ, რომ ევროსაბჭოს საქართველოს წინააღმდეგ კრიტიკული რეზოლუციები მიაღებინონ. მიუცუცქდებიან დეპუტატებს და არასწორ ინფორმაციებს აწვდიან.

ერთხელ თაქთაქიშვილი ევროსაბჭოს დეპუტატს ჩემ თვალწინ მიუცუცქდა, გადავირიე, ჩემ თვალწინ ამდენ ტყუილს როგორ კადრულობ-მეთქი. ჩვენი დელეგაციის წევრები ვერ იკადრებენ ინდივიდუალურად მივიდნენ ადამიანებთან და ეხვეწონ, მხარი რას დაუჭირონ და რას – არა. მიუხედავად ამისა, რაღაც-რაღაცებს ვახერხებთ, მათ შორის, რეზოლუციიდან ამოვაღებინეთ ბიძინა ივანიშვილის საკითხი, როდესაც “ნაციონალური მოძრაობის” წევრები ამტკიცებდნენ საქართველოში არაფორმალური მმართველობააო. ევროსაბჭომ ჩვენი ინფორმაციის საფუძველზე ჩათვალა, რომ შესაბამისი მტკიცებულებები არ არსებობს” – განაცხადა მაღრაძემ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

Comments
Loading...