თარხან გასვიანი – ადამიანის რომელიც არის პირდაპირი გაგებით “სიმართლის მკვლელი”!!!

“პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი თარხან გასვიანი ლევან მურუსიძის დანიშვნას სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება
“კიდევ მქონდა იმედი იმისა, რომ “ოცნება” მხოლოდ ოცნებად არ დარჩებოდა და რეალური ცვლილებები განხორციელდებოდა ჩვენს ქვეყანაში. არ ვიკლავდი ამ იმედს და მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციაში ვარ, არასოდეს ვლანძღავდი დღევანდელ მთავრობას. ვფიქრობდი დღეს არა ხვალ შეცვლიან სასიკეთოდ რამეს მაინცთქო, მაგრამ როგორც ჩანს საკუთარ თავს ვატყუებდი. რაც, როგორც დრომ გვანახა, როგორც შენი თავისთვის ასევე ქვეყნისთვის ყველაზე უფრო დამღუპველია. ჯერ იყო და გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტად, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, დაგვასვეს თავზე, მერე შეგვეშალა ბიოგრაფია არ გვქონდა ნორმალურად შესწავლილი ამ კაცისო. მერე იყო და ნარმანია, ქალაქის მტერი, აარჩევინეს თბილისლებს და უი ესეც შეგვეშალაო…
სიტყვა “სამართლიანობის აღდგენა” ხომ საერთოდ დაივიწყეთ და ამოაგდეთ ქართული ლეკსიკონიდანო…იგივეს რომ არ ვაკეთებთ რასაც წინა ხელისუფლება, იგივე სამარლთიანობის აღდგენააო…
ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთი შვილისთვის, და როგორც ერთ-ერთი მოქალაქისთვის ბოლო წერტილი ლევან მურუსიძის მოსამართლედ დანიშვნა იყო, ადამიანის რომელიც არის პირდაპირი გაგებით “სიმართლის მკვლელი”!!! ადამიანი, რომელიც ახლა უნდა იჯდეს ციხეში და არა მოსამართლის ტახტზე, სიცოცხლის ბოლომდე იმუნინეტით, შემკობილი…როგორც სიცოცხლე არ არის მარადიული, ასევე არ არის მარადიული თანამდებობა, იმ წებოსაც მალე გაუვა ვადა რომლითაც ასე ტკილად მიეჯაჭვეთ სახელისუფლებო სკამებს.”

Leave A Reply

Your email address will not be published.