თარხან გასვიანი – არ მოგწონთ? გადართეთ! გაძალებთ ვინმე?

“პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი თარხან გასვიანი რუსთავი2-თან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს

“წინა წელსაც მეწერა წელსაც დავწერ, თითქოს ამ დღეს ემთხვევა ხოლმე “ერორზე” რო აგორდება უცებ ამბები…
მოდი ბევრი რომ არ გავახუროთ შემდეგი შეძახილებით: “რუსთავი ორი დასახურია”… “რუსთავი ორს როგორ შეიძლება უყუროს ადამიანმა”… “რუსთავი2 დეზიმფორმატ2″… “დახურეთ რუსთავი-2″… “ერორი” და ა.შ ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ყველაზე ყურებადი ტელევიზია დღეს საქართველოს მაშტაბით რუსთავი2-ია(რაც მე დიდ კატასტროფად მიმაჩნია)…ფაქტი-ფაქტია…იმაშიც დარწმუნებული ვარ ვინც ამას წერს იქიდან 90% რუსთავი ორის ხშირი მაყურებელია(არ აქვს მნიშნელობა საინფორმაციო,ინდური სერიალის თუ გასართობი შოუსი)… ხოდა, აქ ბაქი-ბუქს, თქვე კაი დედმამისშვილებო, ადექით და გადართეთ ნუღა უყურებთ ამ არხს, ლოგიკიას მივყვეთ ელემენტარულია: არ ეყოლებათ მაყურებელი შეუვათ ნაკლები რეკლამა, ნაკლებ ფასად, არ ექნებათ სახსრები, ვეღარ გამართავენ კონცერტებსა და მეგა პროექტებს, ვეღარ მოისყიდიან რესპოდენტებს, გავა რამოდენიმე ხანი და დაეცემა თქვენი ერორის რეიტინგიც და წავა უფსკრულისკენ…ჩენი სტატუსები რეალობას ვერ შეცვლის, აიღეთ პულტი და ზევითა და ქვევითა ისარი ხატია იქ (ხმის წევაში არ შეგეშალოთ????)დააჭირეთ რომელიმეს როდესაც გადაირთვება ტელევიზიაზე, რომელიც “ასე გძულთ”… რაც არ უნდა წეროთ და რამდენმაც არ უნდა იყვიროთ “მე არ ვუყურებ რუსთავი2-ს” , რეიტინგი თავის სათქმელს ამბობს…გვერდიდან შევხედოთ სიტუაციას და ყვლაფერი მარტივია…
მთავარი უბედურება კი იმაშია რომ, უმრავლესობამ არც ის იცის რატომაა დასახური ერორი და არც ის თუ რატომ არ არის დასახური…”
-წერს გასვიანი

Comments
Loading...