თარხან გასვიანი – არასოდეს დასცდენიათ ერთი სიტყვა გირგვლიანზე, რობაქიძეზე, ვაზაგაშვილზე

“პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი თარხან გასვიანი სოციალურ ქსელში 4 თებერვალს გასულ გადაცემას გამოეხმაურა, სადაც მანჩო გიორგობიანს და ლევან გვაზავას ცოლს, ნინო ორდენიძეს შორის დაპირისპირება მოხდა

“სწორი შენიშვნა გააეკეთა გუშინ ტელეკომპანია “იბერიას” ეთერში მანჩო გიორგობიანმა. “მაშინ სად იყავითო”
ისე მოსდის ზოგ-ზოგი ერთს 2012 წლის არჩევნების შემდეგ რომ დაიწყეს ყეფა არასამთავრობოებმა მიშა ასეთი საზიზღარია ისეთი საზიზღარიაო. 2012 წლამდე, როდესაც სააკაშვილის რეჟიმი მძვინვარებდა ერთი სიტყვა რომ არ დასცდენიათ…
თოფაძის ადვოკატად ნამდვილად ვერ გამოვდგები, სიმართლე გითხრათ ვერც იმსახურებს ჩემს სიმპათიას, მაგრამ ის ხომ ცხადია რომ სიტყვა “დაუნი” არ უხმარია დაუნის სინდრომით დაავადებული ბავშვების დასამცირებლად…კაი დაუშვა შეცდომა, გამოვიდა, პირდაპირ ეთერში ბოდიში მოიხადა…არა ბოდიში არ შველის მაგასო, რა ქნას აბა თავს ხო არ ჩამოიკიდებს?…
ხოდა რაშია საქმე, რამხელა რეზონანსი მოჰყვა მის ამ ერთ შეცდომას, მაშინ როდესაც იმ ადამიანებს რომლებმაც პროტესტის ერთ-ერთ უკიდურეს ზომას მიმართეს და “ქუჩაში გამოვიდნენ” არასოდეს დასცდენიათ ერთი სიტყვაც კი გირგვლიანზე, რობაქიძეზე, ვაზაგაშვილზე, ციხის კადრებზე, მშვიდობიანი მიტინგების დარბევაზე… უფრო მეტიც რამოდენიმე ზემოთ ხსენებული დანაშაულებრივ ქმედებაშიც იღებდნენ მონაწილეობას…
კიდევ განმეორდები რომ თოფაძის ადვოკატი მე არ ვარ, მაგრამ ამ ადამიანებისგან მე პირადად შენიშვნას ვერ და არ მივიღებდი…
ბრავო მანჩო, შენ არა მარტო ჩემი, ბევრის სათქმელი თქვი!” -წერს გასვიანი

Comments
Loading...