თარხან გასვიანი – გუშინდელმა დღემ კი დამანახა რომ ქართული ოცნება აგრძელებს მიშას გზას

“გუშინდელ დღემდე მაინც მქონდა იმედი რომ ქართული ოცნება ასე თუ ისე “პატიოსანი” პოლიტიკური ძალა იყო, მქონდა იმის იმედი რომ ქართული ოცნება არ მოექცეოდა რესპუბლიკური პარტიის ზეგავლენიშ ქვეშ, მქონდა იმის იმედი რომ ქართული ოცნება არ იმოქმედებდა ისე, როგორც მოქმედებდა ნაციონალური მოძრაობა 9 წლის განმავლობაში, მქონდა იმის იმედი რომ გუშინდელი საგარეჯოს არჩევნები დემოკრატიულად ჩაივლიდა. არასოდეს ვყოფილვარ ქართული ოცნების მოწინააღმდეგე, პირიქით. გუშინდელმა დღემ კი დამანახა რომ ქართული ოცნება აგრძელებს მიშას გზას, იყენებს იგივე მეთოდებს, დაშინების, შანტაჟის, ზეწოლის და ა.შ.
არ გამიკვირდება რომ მალე ხელმეორედ ვიხილოთ 7 ნოემბერი, კიდევ ერთხელ მოკლან გვირგვლიანი,რობაქიზე,ვაზაგაშვილი…
ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად 8 ნოემბერს, 16:00-ზე ვგეგმავთ მაშტაბურ აქციას,დავიცვათ დემოკრატია ჩვენს ქვეყანაში”

აცხადება პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი თარხან გასვიანი “mpress”-სთან საუბრისას

Leave A Reply

Your email address will not be published.