თარხან გასვიანი – “ირმა ინაშვილის წინააღმდეგ იბრძვის მთელი სახელმწიფო მანქანა”

“დღეს ერთ-ერთი დღეა როდესაც მე ირმა ინაშვილთან საგარეჯოში ვიყავი ჩასული, რამოდენიმე თათბირი და შეხვედრა გვქონდა.
4 დღე რჩება არჩევნებამდე და მინდა გითხრათ სიტუაციაა საკმაოდ დაძაბულია. ქალის წინააღმდეგ, რომელსაც 2012 წლის არჩევნებში ოცნების ხელისუფლებაში მოყვანის ლომის წვლილი მიუძღვის, ადამიანის წინააღმდეგ, რომელმაც ფაქტიურად გაწირა თავი და სიცოცხლის რისკის ფასად იბრძოდა ოცნებასთან ერთად სააკაშვილის რეჟიმის დასამხობად, ირმა ინაშვილის წინააღმდეგ იბრძვის მთელი სახელმწიფო მანქანა: პრემიერ მინისტრი,მინისტრები,მინისტრების მაოდგილეები და რაც ყველაზე საწყენია ყოფილი პრემიერ მინისტრი.
და ებრძვიან რისთვის? იმისთვის რომ “რესპუბლიკური” პარტიის წევრი ვინმე თამარ ხიდაშელი ბოდიში და შეაძვრინონ პარლამენტში…
რა გაუხდათ ერთი ინაშვილის პარლამენტარობა და რისი ეშინიათ ასე ამ ქალის პარლამენტში ყოფნის ჩემამდე არ დადის…”

აცხადებს პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი თარხან გასვიანი “mpress.ge”-სთან საუბრისას

Comments
Loading...