თარხან გასვიანი – კახეთი ჭეშმარიტად გულანთებული ხალხის კუთხეა!

“დღეს საგარეჯოში საბოლოო,დასკვნითი შეხვედრა გვქონდა საგარეჯოს მოსახლეობასთან. სხვებისგან, კერძოდ რესპუბლიკური პარტიისგან განსხვავებით ჩვენ პარტიას “პატრიოტთა ალიანს” გვერდშია არცერთი “შვებულებაში გასული მინისტრი” არ გვედგა და სიმართლე თუ გაინტერესებთ არც გვჭირდებოდა, მათგან განსხვავებით თბილისიდანაც არ ჩამოგვიყვანია ავტობუსებით ხალხი… იცით რა ხდებოდა უშველებელ დარბაზში? არათუ დასაჯდომი, ფეხზე დასადგომი ადგილიც არ იყო, ბოლოს ხალხი სცენაზე ავიდა რომ დამდგარიყვნენ, სცენაც გაივსო პარალელურად,ნაწილმა ხალხმა კი საერთოდ ვერ შეძლო შემოსვლა…მინდა გითხრათ რომ ამხელა სითბო, გვერდში დგომა და სიყვარული რაც მე საგარეჯოელების მხრიდან დავინახე ცხოვრებაში არ მინახავს და განმიცდია! კახეთი ჭეშმარიტად გულანთებული ხალხის კუთხეა! მათ არასოდეს ეშლებოდათ სწორი არჩევნის გაკეთება! და დარწმუნებული ვარ, ისინი ახლაც არ შეცდებიან და დაუჭერენ მხარს ერთადერთ ჭეშმარიტად გულანთებულ კანდიდატს ქალბატონ ირმა ინაშვილს”

აცხადებს “mpress.ge”-სთან საუბარში პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი თარხან გასვიანი

Comments
Loading...