თარხან გასვიანი – მე იმ 5 კაცს რა ვუთხარი ერთი ქალი რომ ცემს

“პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი თარხან გასვიანი თეა სირაძის 28 წლიან სასჯელს უკანონოდ მიიჩნევს და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს

“აქ ბევრი წერს, რომ სანამ თეა სირაძის თავისუფლებას მოითხოვთ ჯერ მის საქმეს გადახედეთ და გაეცანითო. ჯერ იქიდან დავიწყოთ მე იმ 5 კაცს რა ვუთხარი ერთი ქალი რომ გცემს და შემდეგ რომ უჩივლებ…არსებობს პროკურატურის მოსაზრება რომ ეს ქალი, 4 შვილის დედა, თურმე 5 ინდოელს ფულს სძალავდა, რაც მე პირადად აბსურდულად მიმაჩნია. ყველაფრის მიუხედავად, დავუშვათ რომ 5 კაცს ფულს სძალავდა, შემდეგ არ მისცეს ფული, ქალბატონი თეა ადგა და ცხვირ-პირი დაამტვრია მათ, და მაინც 28 წელი რა უბედურებაა??? ეს საწყალი ქალი უკვე 6 წელია ციხეშია გარეთ კი 20 წლის,12 წლის, 8 და 7 წლის გასაზრდელი შვილები ელოდება.
ყველას მოვუწოდებ ვისაც გული შესტკივა ამ ქალბატონზე და მიიჩნევს რომ მისი სასჯელი უკანონო ან გადაჭარბებულია შებრძანდით მოცემულ ლინკზე და “მოაწერეთ ხელი” მანიფესტს http://mpress.ge/2016/02/%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%98%E1%83%AC%E1%83%A7%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%97-%E1%83%9D%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%98-%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%94/

შეგახსენებთ:
7 წლის თეა სირაძეს, 2010 წელს 5 ინდოელი მამაკაცის ცემის გამო 28 წლიანი სასჯელი მიუსაჯეს. კიკბოქსინგში საქართველოს სამგზის ჩემპიონი, ოთხი შვილის დედის ბრალდება ოფიციალურად საკმაოდ მძიმეა, მას ადამიანის გატაცება, ფულის გამოძალვა და ხულიგნობა ედება ბრალად, თუმცა მსჯავრდებული ამ ბრალდებებს არ ეთანხმება და ამბობს, რომ 5 ინდოელი მამაკაცისგან თავს იცავდა. სასჯელი, 28 წელი ამინისტიის წყალობით შეუმსუბუქდა და ახლა მას 13 წელი დარჩა მოსახდელი” -წერს გასვიანი

Comments
Loading...