თარხან გასვიანი – ნუ ახდენთ სულელი “ხალხის” პოპულარიზაციას!

“საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, თარხან გასვიანი ბოლო დროს გახმაურებულ, ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების თემას გამოეხმაურა და “ემპრესთან” საუბარში აცხადებს:

“არასოდეს დამიფიქსირებია ჩემი აზრი “ლგბტ” თემაზე.
წინასწარ ვიტყვი არანაირი აგრესია მაქვს ამ ადამიანების მიმართ, ვაფასებ ნიჭიერ, განათლებულ და პატიოსან ყველა ადამიანს იქნება ის “ლგბტ” თუ არა, ჩემთვის ამას არ აქვს არანაირი მნიშნელობა.
ხალხში მითქმა-მოთქმაა თითქოს და ერთქსესიანთა ქორწინებას აკანონებენო. ეს არის სრული სისულელე, არავინ აპირებს ამგვარი ქმედების განხორციელებას, მითუმეტეს წინასაარჩევნოდ ისეთივე შეცდომას არ დაუშვებს ხელისუფლება, როგორიც ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების დროს დაუშვა. ძალიან მარტივია იმის მიხვედრა, რომ ვინმე “მაცაცო”, რომელის IQ არ აღემატება რიგითი შიმპანზის IQ დონეს, ყველანაირი გზით ცდილობს მოიპოვოს პოპულარობა, უფრო სწორად კი ფსევდო-პოპულარობა. ამ მითქმა-მოთქმით სარგებლობენ ე.წ ჩარეცხილი ვაი-მწერლები, ვაი-პოეტები და ზოგადად ვაი-ადამიანები, ე.წ “პრადვინუტები”, რომლებსაც ოღონდ ხალხისთვის გამაღიზიანებელი მოსაზრება დააფიქსირებინე, ყველაფერზე წამსვლელები არიან.
ასეთი კარგი გამოთქმა არსებობს “STOP MAKING STUPID PEOPLE FAMOUS!” – ნუ ახდენთ სულელი ხალხის პოპულარიზაციას!. ასე რომ რაც ნაკლებს გავაზიარებთ მაცაცოს და ლაშა ბუღაძისნაირი ჩლუნგი ხალხის პოზიციას, მით უფრო მოვიგებთ საზოგადოება…ლაშა ბუღაძისნაირი საქართველოს მტრები კი გააგრძელებენ იმ ჩრდილში ყოფნას საიდანაც არ არიან ღირსნი რომ თავი გამოყონ!”
-აცხადებს თარხან გასვიანი

Comments
Loading...