თარხან გასვიანი – პოლიციური ტერორი კვლავ ზენიტშია!!!

“პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი თარხან გასვიანი სოციალურ ქსელში ჟურნალისტი გიორგი გასვიანის ცემას ეხმაურება

“კარგად მახსოვს, ჯერ კიდევ 2007-2008-2009-2010-2011-2012 წელს
სახლში მოგვიანებით რომ ვბრუნდებოდი, პოლიცია თუ დადიოდა ჩვენს ქუჩაზე დედაჩემი მირეკავდა და მეუბნებოდა, რომ ჯერ არ მოხვიდე სახლში, პოლიციელები დადიანო, იმიტომ კი არა რომ მე რამეს ვაშავებდი, არა, მხოლოდ იმიტომ რომ, რამე არ ჩედოთ, პოლიციას არ ვეცემე, ტყუილ-უბრალოდ განყოფილებაში არ გადავეყვანე, უხეშად რომ ვთქვათ რამე არ “გაეჩალიჩათ”…მე იმ ქვეყნის დედა ვატირე დედა რომ შვილს ურეკავს და ეუბნება პოლიცია დადის ფრთხილად იყავიო…მარტო მაგიტომ, რაც არ უნდა ოპოზიცია ვიყო ამ მთავრობის, მადლობელი ვიქნები ყოველთვის “ის” რეჟიმი რომ მოგვაშორა…”

“ეს სიტყვები 2012 წელს მთავრობის მოსვლის შემდეგ რამოდენიმე კვირაში დავწერე და შევცდი, ამ ნაწერის შემდეგ 2-ჯერ მხოლოდ ჩემზე იძალადეს ე.წ სამართალდამცავებმა, 4ისევე როგორც ასეულ სხვა მოქალაქეზე, მაგალითად გუშინ ღამე ჟურნალისტ გიორგი გასვიანზე…რეჟიმი არ ჩამოგვშორებია, ის ისევ ბობოქრობს, კიდევ რამდენ ადამიანს უნდა გაუსწორდნენ სანამ გიორგის თქმის არ იყოს მეორე გირგვლიანს ვიხილავთ???სამადლობელო სიტყვები კი უკან მიმაქვს…სოლიდარობა გიორგი გასვიანს” -წერს გასვიანი

Comments
Loading...