თარხან გასვიანი – სამართლიანობა უკვე უცხო ხილია…

“პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი თარხან გასვიანი სამართლიანობის თემას შეეხო და სოციალურ ქსელში სტატუსი სწორად ამ თემას მიუძღვნა:

“სამართლიანობა აღდგაო? დასცინიან ხალხს! რა სამართლიანობის აღდგენაზეა საუბარი, საერთოდ ხმარების ლექსიკონიდან ამოგვაგდებინეს ეს სიტყვა…სხვებზე რომ აღარ გადავიდე, 99% იმ ჯალათებისა, ვინც ციხეში მამაჩემს და უამრავს ხალხს აწამებდა დაწინაურებულია ან იმდროინდელ თანამდებობას იკავებს, ყველა ის პოლიციის მაღალჩინოსანი და რიგითი თანამშრომელი რომელიც პირადად ჩემს არაერთ გატაცებაში და წამებაში იღებდნენ მონაწილეობას დაწინაურებულნი არიან, მიუხედავად იმისა რომ 3 წელი ვითხოვდი შსს მინისტრთან შეხვედრას და დაწერილი მქონდა არაერთი საჩივარი პროკურატურაში, რომლებიც თაროზე შემოდეს კომბლესავით. კომბლე ამათთან შედარებით მშრომელი იყო კომბლებს მაინც თლიდა…სულ ვცდილობ დადებითი დავინახო ახალ მთავრობაში, თუმცა რაღა ახალ 3 წელზე მეტია ხელისუფლების სათავეში არიან. ასე თუ გააგრძელეს დიდი მომავალი არ ეჭყანებათ ნამდვილად და ხალხნო ნუ გეგონებათ რომ მე ოცნების მტერი ვარ ამ სიტყვების შემდეგ, ჯერ კიდევ ციხიდან ავტეხე ერთი ამბავი პირადობებს არ უგზავნიდნენ პატიმრებს ვისაც ხმის მიცემის უფლება გვქონდა რომ დაეშვათ და 41 შემომეხაზა. უბრალოდ იმ ფაქტებს ავღნიშნავ რაც ცალსახაა და ამაზე შემოდავებაც არ ღირს. სამართლიანობა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილისთვის და კალაძესთვის აღდგა, ჩვენთვის მოკვდავი ხალხისთვის კი სამართლიანობა უკვე უცხო ხილია…”

Leave A Reply

Your email address will not be published.