თარხან გასვიანი – სამწუხაროდ ასეთ დღეში ვართ…(ექიმთან მიდის კაცი, დეპრესია აქვს…)

“პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი თარხან გასვიანი დღევანდელ ეკონომიკურ-პოლიტიკურ და ყოფაცხოვრებით მდგომარეობას კინოს ციტატით ეხმაურება:

“ექიმთან მიდის კაცი, დეპრესია აქვს.
ეუბნება: “ცხოვრება მკაცრი და უსამართლოა”
ეუბნება, რომ ის მარტოა ამ საშინელ, შავ-ბნელ სამყაროში, სადაც მომავალი ბურუსითაა მოცული.
ექიმი ეუბნება: ” მარტივია წამალია ამისთვის, დღეს ცირკში გამოდის დიდებული კლოუნი “პალიაჩი”. შეიარეთ, შეხედეთ, დაგეხმარებათ დეპრესიიდან გამოსვლაში”
კაცს ცრემლები წასკდა:”მაგრამ ექიმო, მე თვითონ “პალიაჩი” ვარ”

აქედან დასკვნა, ჩვენი მშველელი არ არის, ჩვენი თავის გარდა, სანამ რეალურად ხალხზე მზრუნველი მთავრობა არ ჩაუდგება ქვეყანას სათავეში. პური და სანახაობაც აღარაა, ადრე მხოლოდ სანახაობა იყო, ახლა კი აღარც სანახაობა და მითმეტეს აღარც პური

სამწუხაროდ ასეთ დღეში ვართ…

-როშახის დღიურები

Comments
Loading...