“პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი თარხან გასვიანი
“ციხეში(სადაც პოლიტიკური ნიშნით ვიმყოფებოდი) იმ პერიოდში ჯერ კიდევ ჩემი სასამართლოები რომ მიდიოდა და გარკვეული ინფორმაციის მიწოდებას მთხოვდნენ(რასაც რათქმაუნდა არ გავაკეთებდი, და ეს კარგად იცოდნენ), წინააღმდეგ შემთვევაში 19 წელი მემუქრებოდა, მქონდა დაუგეგმავი ციხის პაემანი დედაჩემთან, მან მითხრა გიკეთდება საქმე 15 ათასად პროკურატურა თანახმაა შენს გამოშვებაზეო, მე ვუთხარი არ გადავიხდი ჯერ იმიტომ რომ ამ ნაძირლებს კაპიკს არ მივცემთქო და მეორე სანამ ქვეყანა არ დალაგდება რა აზრი აქვს სად ვიქნები, მაინც ერთი დიდი ციხეათქო, რათქმაუნდა დედა დედაა და ეწყინა, გული ტკიოდა შუშის იქიდან რომ ველაპარაკებოდი, მაგრამ მანაც დამიფასა ეს სიტყვები და საქციელი. შეიცვალა მთავრობა…მამაოს და ადვოკატს რომ ვხდებოდი მიყვებოდა: გარეთ სიმშვიდეა დალაგდა ქვეყანა. ყველა გაღიმებული სახით დადისო.. გავიდა რამოდენიმე თვე და მეც გამოვედი. კი ნამდვილად იგრძნობოდა ხალისი ხალხში, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ის სატანა რომ მოგვშორდა ეტყობოდა ქვეყანას, მაგ სატანის მოშორებას ნამდვილად ვერ დავუკარგავ ოცნებას, კერძოდ ბიძინა ივანიშვილს, ვერასოდეს.. მაგრამ გავიდა 1 წელი-2 წელი-3 წელი და დაბრუნდა ხალხში ისევ ის ნეგატიური განწყობა ისევ ის მოწყენილი და სასოწარკვეთილი სახეები ქუჩაში, ისევ ის უიმედობის განცდა…
ყველაზე დიდი ტკივილი ადამიანისთვის არის ის, რომ შეპირდები რაღაცას, მისცემ იმედს და შემდეგ ამ იმედს მოუკლავ, თან ბოლომდე არ უკლავ და აგრძელებ დაპირებების უხვად გაცემას. კაცი რომელიც ღრმა ორმოშია ხედავს სინათლის წერტილს, გრძობს თავისუფლების სუნს და იცის რომ ვერასოდეს ვერ ეღირსება ორმოდან თავის დაღწევას, ეგ ფიქრი ტანჯავს და კლავს ადამიანს…”
-წერს “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი თარხან გასვიანი სოციალურ ქსელში