თარხან გასვიანი – “სასწრაფოდ, ოდესის ცაზე ქინძი გამოისახა”

“რა შეუძლია დღევანდელ ხელისუფლებას? არაფერი, გარდა იმისა რომ ლანძღოს წინა ხელისუფლება. გვეუბნებიან თუ როგორი ბოროტმოქმედები იყვნენ ისინი, თუ რა დანაშაულებს სჩადიოდნენ, მაგრამ არცერთ დამნაშავეს არ ვიჭერთო. რომ ვეკითხებით თუ რა პლიუსები აქვთ დღევანდელ მთავრობას პასუხი ერთია, რომ მათ არ აქვთ წინა მთავრობის მინუსები, ანუ ერთხმად გვამადლიან რომ ხალხს არ აწამებენ, დიდი მადლობა, მაგრამ ეს ისედაც მასე უნდა იყოს…სიმართლის შიმშილია ქვეყანაში და არავინ ცდილობს ჩვენს დაპურებას. ვითომ და მთავარი ჩვენი ამოცანა სოფო ნიჟარაძის დაკითხვა იყო, საქართველოს მთავრობავ არ ვიცი თქვენ რა ილუზიებში ცხოვრობთ, მაგრამ გეტყვით რომ თქვენი რეიტინგი დღითიდღე, ყოველ წამს უფსკრულისკენ მიექანება…თქვენ კი იმაზე იფიქრეთ “სასწრაფოდ, ოდესის ცაზე ქინძი გამოისახა” თუ არა…. :), მე თქვენი ქომაგი აღარ ვარ, ვიცი რომ ეს ბევრს არაფერს დაგაკლებთ, მაგრამ ჩემნაირი ბევრია და დღითიდღე მატულობს.”

წერს პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი თარხან გასვიანი სოციალურ ქსელში

Comments
Loading...