თარხან გასვიანი – სიტუაცია სავალალოა, ათეულობით პატრიოტს 2015 წელსაც უწევს შიმშილობა

“ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, დღეს პირველად შევძელი მომენახულებინა ირმა ინაშვილი და ჩემი თანამებრძოლი, მოშიმშილე მეგობრები მთავრობის სახლთან.
სიტუაცია სავალალოა, ათეულობით პატრიოტს 2015 წელსაც უწევს შიმშილობა იმის გასაპროტესტებლად, რაც თითქოს 2012 წლის 1 ოქტომბერს საბოლოოდ უნდა დაგვემარცხებინა. საკმაოდ ციოდა, და ამ სიცივეში არა თუ კარვების გაშლის ნებართვა მისცეს მოშიმშილეებს, არამედ წვიმისგან თავის დასაცავად გაშლილი ქოლგების დადგმაც აუკრძალეს, “ქალაქის იერსახეს ამახინჯებსო”…ის უკვე სულ არ გამკვირვებია, რომ ერთი სასწრაფო დახმარების მანქანაც არ იყო მობილიზებული ტერიტორიაზე…
ჩვენ, “პატრიოტთა ალიანსი” არ ვითხოვთ რაიმე არარეალურს, ვითხოვთ მხოლოდ იმას რასაც ითხოვს ხალხის 99,9%, ჩამოშორდეს ერთ პროცენტიანი, საქართველოს მოღალატე, რესპუბლიკური პარტია პოლიტიკურ ასპარეზს, ნუ სარგებლობენ ისინი პრიორიტეტით, სასწრაფო წესით გადადგნენ თავდაცვისა და გარემოს მინისტრები დაკავებული თანამდებობებიდან და რაც ყველაზე მთავარია ვითხოვთ საარჩევნო გარემოს შეცვლას და გარანტიებს რომ 2016 წელს არ განმეორდება ის რაც მოხდა საგარეჯოში…”

აცხადებს “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი თარხან გასვიანი “mpress”-სთან საუბრისას

Comments
Loading...