თარხან გასვიანი – “თურქული მხარის ესე ბრმად როგორ გჯერათ??? სხვას რას იტყოდნენ???”

“თურქეთი იძახის საზღვრები დაარღვია რუსეთმა და მაგიტომაც ჩამოვაგდეთო რუსული თვითმფრინავიო, რუსეთი იძახის არ დაგვირღვევიაო…იმ ხალხს მივმართავ თურქეთის ბრმად რომ სჯერა(მარტო იმიტომ რომ რუსეთს რატომ უნდა ენდონ) რა გგონიათ რას იტყოდა აბა თურქეთი რავიცი მოგვინდა და ჩამოვაგდეთო? რათქმაუნდა იტყოდა საზღვარი დაარღვიაო. მაგას ხომ ვერ გავიგებთ დაარღვია თუ არა რუსეთმა, მაგრამ აი დავუშვათ და დაარღვია საზღვარი, უნდა ჩამოეგდო??? ანუ თურქეთს საფრთხეს უქმნიდა სირიაში გაგზავნილი რუსული თვითმფრინავი? მე ვერ ვხვდები უბრალოდ, თურქული მხარის ესე ბრმად როგორ გჯერათ??? მარტო იმიტომ ნატოს წევრი რომ არის? მე პირადად არცერთის არ მჯერა, უბრალოდ ვიძახი რომ რომც დაერღვია ის ნახევარი კილომეტრი არ იყო ჩამოსაგდები, რომ კითხო ორივე ერთ საქმეს, ტერორიზმთან ბრძოლას ემსახურება…
თურქეთი რატომ გგონიათ რუსეთზე ნაკლები მტერი და ოკუპანტი ჩემამდე არ დადის…

დამატება: არ ვენდობი არცერთ მხარეს, არ ვამართლებ არცერთ მხარეს, აქ კონკრეტულ შემთხვევაზეა საუბარი, საბოლოო ჯამში ერთმანეთზე უარესი დამყრობლები და მონსტრები არიან..

წერს “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი თარხან გასვიანი სოციალურ ქსელში

Comments
Loading...