თარხან გასვიანი – ვინმემ ერთი სიტყვით მაინც გაამართლეთ მურუსიძე და ოცნების ფანი გავხდები!

“პატრიოტთა ალიანსის” წევრი თარხან გასვიანი სოციალურ ქსელში მოსამართლე ლევან მურუსიძის გამოსვლას ეხმაურება
“ლევან მურუსიძე ხომ ყველამ იცის ვინც არის? გირგვლიანის საქმეზე მოსამართლე რომ იყო…ხო აღიარა მთავრობამ როგორც “სისტემის მსხვერპლი” და არა დამნაშავე და სიმართლის მკვლელი(რაც რეალურად არის)
აი მარტივ რაღაცას გკითხავთ ჟურნალისტებს – რატომ არ ეკითხებით, მაგალითად: გირგვლიანის საქმის პროცესის დროს ხორციელდებოდა თუ არა თქვენზე ზეწოლა?(ანუ იყავით თუ არა სისტემის მსხვეპრლი?) – თუ გაგცემთ პასუხს “არა მეთვითონ ვიღებდი გადაწყვეტილებებს”, გამოდის რომ არანაირი სისტემის მსხვერპლი არ არის, თუ გიპასუხათ რომ “დიახ სისტემის მსხვერპლი ვიყავი და ჩემზე ხორციელდებოდა ზეწოლა”, მაშინ რატომ არ ასახელებს ვისგან ხდებოდა ზეწოლა, რა სახის და რატომ არ იწყება გამოძიება ამ საქმეზე …
და ისე საქართველოს მთავრობას მინდა ვუთხრა გირგვლიანის სახელის ძახილით მოხვედით მთავრობაში, გადის რამოდენიმე თვე და მურუსიძე კვლავ მოსამართლედ ინიშნება, გადის კიდევ რამოდენიმე თვე და მურუსიძე მოსამართლეთა კოლეგიის თავჯდომარედ ინიშნება, გამოდიან ივანიშვილი და მურუსიძე ტელევიზიით და ბიძინა იძახის მე და ამ ადამიანს ერთნაირი ხედვა გვაქვსო…ახლახანს ჯალათი მურუსიძე გამოდის და მორალს გვიკითხავს აწი მოსამართლეებს ნუღა შეეხებით სიტყვიერათო, უკვე მორალის კითხვაც დაიწყო გაიგეთ? ვინმე ქართული ოცნების წარმომადგენელმა ერთი სიტყვა მაინც მითხარით რით შეიძლება გამართლდეს ეს საქციელი და ქართული ოცნების ფანი გავხდები!!!” -წერს გასვიანი
Comments
Loading...