თარხან გასვიანმა ნაციონალური მოძრაობა მორიგ ტყუილში გამოააშკარავა

“ბოლო 1 კვირის მანძილზე უკრაინულ ვებ-სივრცეში დაიდო რამდენიმე ახალი “ფარული ჩანაწერი”
როგორ ესაუბრებიან ერთმანეთს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები.
ეს ე.წ “ფარული ჩანაწერები” თუ დაუფიქრდებით მათივე ჩაწერილი და გამოქვეყნებულია…რატომ?
მათი ძირითადი განხილვის თემა, ოდესაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი ქცევებია.
საუბრის შინაარსი კი მიშას კრიტიკისკენაა მიმართული…თუ როგორ შეიფარა ის უკრაინის პრეზიდენტმა, როდესაც მას საკუთარმა ქვეყანამ ზურგი შეაქცია, თუ როგორ აურიეს გონება ადეიშვილმა და ვაშაძემ.ასევე ჩანაწერებში ვისმენთ მიშას ლანძღვას მათი მხრიდან და ა.შ.
მათი კრიტიკის ძირითადი ობიექტები ხდებიან ნაციონალური მოძრაობის ის წარმომადგენლები ვის მიმართაც საზოგადოებას ყველაზე დიდი წყენა და ზიზღი აქვს.
ნათლად ჩანს თუ როგორ ცდილობენ ნაციონალური მოძრაობის, “გადარჩენილი” წევრები თავის დაძვრენას იმ სისხლიანი 9 წლიანი რეჟიმისგან, ვითომცდა იმ სისხლიან რეჟიმთან არაფერი საერთო გააჩნიათ და დღემდე ცდილობენ მიშას “აზრზე მოყვანას”
ცხადზე ცხადია რომ ეს ვითომ ფარული ჩანაწერები მათივე ინიციატივით ვრცელდება საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად, რომ ეს ხალხი დამოუკიდებლად მოქმედებს და სულ სხვა ჯგუფია, არა ის რომელთაც ჩვენ 9 წლის მანძილზე ვიცნობდით.
მე იმედი მაქვს რომ ქართველი ხალხი მათ მიერ ტკბილეულის შეფუთვაში მოწოდებულ შხამს არ შეჭამს.
ნაციონალებს მივმართავ ქართველმა ხალხმა კარგად ისწავლა თქვენი გაშიფვრა და ნუ გექნებათ იოტის ოდენა იმედი იმისა რომ კვლავ მოიპოვებთ მათ ნდობას…
ნაცხროვამ თავი მორიგ ტყუილში გამოააშკარავა”

– წერს “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი თარხან გასვიანი სოციალურ ქსელში

Comments
Loading...