თარხან მოურავი: ჩვენი რეიტინგი მეტია ვიდრე ქართული ოცნების

პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი დავით თარხან მოურავი აცხადებს, რომ მის პარტიას დღეს კოალიცია „ქართული ოცნება“ -ზე დიდი რეიტინი გააჩნია და როგორც თავად აცხადებს, მათზე მეტი ხალხი ენდობა
თარხან მოურავი კოალიცია „ქართული ოცნების“, ასევე სხვა პარტიების „წესიერ და პატიოსან წევრებს“ ურჩევს და აძლევს შანსს, „ სანამ დროა“ შეუერთდნენ მის პარტიას.
-„ ჩვენი რეიტინგი ბევრად მეტია ნაცმოძრაობის რეიტინზეც, სხვა პარტიების რეიტინგზეც და ახლა ვამბობ, რომ უფრო მეტია ვიდრე „ქართული ოცნების“ რეიტინგი, დღეს. ეს მოწონს „ქართულ ოცნებას“, თუ არ მოწონს ჩვენ, მათზე მეტი რეიტინგი გვაქვს, მათზე მეტი ხალხი გვენდობა და მიზანმიმართული ვართ, რომ დავამარცხოთ ეს ხალხი არჩევნებზე და ჩვენ არ მივცემთ საშუალებას რაღაც გაყალბების.
– ვურჩევ, პირველ რიგში „ქართული ოცნების“ წევრბს და შემდეგ ნებისმიერი სხვა დანარჩენი პარტიების წევრებს, პირველ რიგში რათქმაუნდა საუბარია, წესიერ და პატიოსან ადამიანებზე, რომ დატოვეთ ეს პარტიები და გადმოდით „საქართველოს პატრიოტთა ალიანსსში“ , სანამ დროა გადმოდით ჩვენთან.“- განაცხადა სტუდია „ობიექტივში“ სტუმრობისას, ბატონმა დავით თარხან მოურავმა.
ბატონმა თარხან მოურავმა, ასევე დაადასურა მისი პარტიის პოლიტიკური მდივანის, ინაშვილის დაპირება საზოგადოებისადმი და განაცხადა, რომ მოვა დრო, როცა „სააკაშვილს ყურებით ჩამოთრევს“ საქართველოში.

Comments
Loading...