საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ბრიფინგი.
“ღირებულებითი თვალსაზრისით რაც უნდა მიგვეღო ძველი წესებით ეს იყო გაზი,რომლის ღირებულება იყო უფრო მეტი ვიდრე 44 მილიონ 400000 დოლარი. საუკეთესო შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ ფულად ღირებულებას 28 მილიონ დოლარს, მაგრამ გამოვრიცხავთ, რომ ამხელა თანხა იქნება. შერეულ ციკლში მივიღებთ ნახევარს გაზით, ნახევარს ფულით და ამ შემთხვევაშიც კი დანაკარგი იქნება 8 მილიონ დონალრზე მეტი. რეალურმა დანაკარგმა შეიძლება შეადგინოს 16 და 20 მილიონიც კი და ეს ფული იქნება ანაზღაურებული ჩვენს მიერ. ესაა პოლიტიკურად წარუმატებელი შედეგი, რომელიც ხალხის ჯიბეზე გაივლის. ხალხისთვის ეს ძალიან ცუდია და ამას ვაპროტესტებთ ჩვენ. საერთოდ ყველა ნაბიჯი რასაც ეს ხელისუფლება დგავს სინამდვილეში ნათლად ვხედავთ, რომ ხალხისთვის ცუდია. ფასები გაიზარდა,გადასახადები იზრდება. ყველა პროგნოზი რასაც ხელისუფლება აკეთებს არ მართლდება, ხოლო ლარიზაცია სრული უგუნურობაა, პირიქით დოლარიზაცია უნდა ხდებოდეს რასაც ჩვენ ადრეც ვამბობდით. დებატები ამ საკითხზე ვერ შედგება, რადგან არ ვიცით მოცულობა, რომელსაც გვიმალავენ, მოცულობას ვამბობთ იქიდან გამომდინარე რასაც ვიგებთ რუსული და სომხური პრესის საშუალებით. არ ვიცით შერეული ციკლი რა იქნება? ამას რატომღაც გრიფიდ სახელმწიფო საიდუმლო ადევს. პრაქტიკულად არაფერი არ ვიცით. ჩვენთვის ასევე საიდუმლოს წარმოადგენს რამდენი იქნება გადასახადი კილომეტრი კუბამეტრზე.” -აღნიშნავს დავით თარხან-მოურავი