თავდასხმა ტაბულას ჟურნალისტებზე (VIDEO)


ლესელიძის ქუჩაზე რესტორან ჭაშნაგირში ტაბულას ჟურნალისტებს, ირაკლი კიკნაველიძეს, ლევან სუთიძეს, ნინო მაჭარაშვილსა და ტაბულას ყოფილ თანამშრომელს, ავთო ქორიძეს, თავს დაესხნენ. ტაბულას ჟურნალისტის, ირაკლი კიკნაველიძის თქმით, რამდენიმე პირმა მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და რესტორნის ინვენტარი დააზიანა. კიკნაველიძის თქმით, თავდამსხმელები მოტივად “ტაბულას მიერ ეკლესიის გინებას” ასახელებდნენ. კიკნაველიძის თქმით, მას და მასთან მყოფ პირებს მსუბუქი დაზიანებები აქვთ მიღებული. ტაბულას ჟურნალისტებზე განხორციელებულ თავდასხმაზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით, ცემის ფაქტზე დაიწყო. როგორც უწყებაში აცხადებენ, ამ ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ტაბულა

Comments
Loading...