საკითხს კენჭი კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ეყარა. კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა განმარტა, რომ უმრავლესობის მხრიდან აბესაძის მხარდაჭერა იმ შეთანხმებას უკავშირდება, რომელიც კვოტების განაწილებისას იქნა მიღწეული.
“პატრიოტთა ალიანსის” მხრიდან პოსტზე წარდგენილმა ემზარ კვიციანმა აბესაძის მხარდაჭერა გააპროტესტა და აღნიშნა, რომ “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” ერთია.