თავდაცვის მინისტრი სანდრო გირგვლიანის საფლავზე მივიდა

სანდრო გირგვლიანის მკვლელობიდან 10 წელი გავიდა. საფლავზე თავდაცვის მინისტრი და მისი მოადგილე იმყოფებოდნენ.

“ნებისმიერი სახელმწიფოსთვის, ამბავი, რაც მოხდა საქართველოში 27 იანვრის ღამეს, არასდროს შეიძლება განმეორდეს,” – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

სანდრო გირგვლიანის საფლავზე მივიდა ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველიც.

Comments
Loading...