თავდაცვის სამინისტროსთან თინათინ ხიდაშელის გადადგომის მოთხოვნით აქცია ჩატარდა

18 ნოემბერს “საქართველოს ეროვნული ახალგაზრდული მოძრაობა” თავდაცვის სამინისტროსთან შეიკრიბა, მათი მთავარი მოთხოვნა რესპუბლიკური პარტიის წევრი თინათინ ხიდაშელის დაკავებული თანამდებობიდან გადადგომა იყო.
აქციის მონაწილეებმა განცხადებები გააკეთეს და აღნიშნეს რომ თინათინ ხიდაშელს არ აქვს უფლება იკავებდეს მოქმედ თანამდებობას, როგორც არჩევნების გამყალბებელს, როგორ ადამიანს რომელმაც ქართველ ხალხს ნაციონალურ მოძრაობასთან კოჰაბიტაცია მოახვია თავს და ა.შ
“საქართველოს ეროვნული ახალგაზრდული მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ლორთქიფანიძემ მოუწოდა საზოგადოებას, გამოფხიზლებისა და ერთად დგომისაკენ იმისათვის, რომ „რესპუბლიკურმა პარტიამ“ კოალიცია „ქართული ოცნების“ სახელით არ ჩაიდინოს ის დანაშულებრივი ქმედებები, რომელსაც ჩადიოდა “ნაციონალური მოძრაობა“ 9 წლის განმავლობაში ამიტომ აუცილებელია საქართველოს მოქალაქეებმა მიიღონ მონაწილეობა ორგანიზაციის მიერ შედგენილ პეტიციაში.

ელენე ლორთქიფანიძე: “რესპუბლიკური პარტია რა ზნეობრივ ჭრილშიც იმსახურებს განხილვას,ეს ყველასთვის კარგად არის ცნობილი. მართლაც, წარმოუდგენელია ქვეყნის სათავეში და მით უფრო ისეთ უწყებაში, როგორიც არის თავდაცვის სამინისტრო, დომინირებდნენ ამ ფსევდო-ეროვნული პარტიის წარმომადგნლები. ის რაც მინისტრმა ხიდაშელმა საგარეჯოში ჩატარებულ არჩევნებზე იკადრა, თავისი კანდიდატის სასარგებლოდ, ცდება ყოველგვარ კანონიერ თუ მორალურ ჩარჩოებს.”

დავით ფაღავა: “2012 წელს კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო ასეთი,რომ შეცვლიდა საარჩევნო სისტემასა და გარემოს,აღარ ექნებოდა არავის საშუალება გაეყალბებინა არჩევნები და ექნებოდა ხალხს თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება.სამწუხაროდ ეს ასე არ მოხდა.საგარეჯოში 31 ოქტომბერს ჩატარდა შუალედური არჩევნები,რომლის გაყალბებაში მონაწილეობა მიიღო თინა ხიდაშელმა მისი „ამფსონებითურთ“,არჩევნების გაყალბებაში ასევე აქტიურად იყო ჩართული გიგლა აგულაშვილი და მთავრობის სხვადასხვა მაღალჩინოსანი.(გამგებლები,დეპუტატები,პოლიციელები და ასე შემდეგ)”

თარხან გასვიანი: “ვინ არის თინათინ ხიდაშელი? თინათინ ხიდაშელი არის საგარეჯოს მაჟორიტარი, რომელსაც საგარეჯოში სირცხვილით თავი არ გამოეყოფა! ის არის მინისტრი რომელმაც, 31 ოქტომბრის შუალედურ არჩევნებამდე 2 კვირით ადრე 570 ჯარისკაცამდე ჩაასახლა საგარეჯოში და ამით შეურაცხყო ჯარის ინსტიტუტი! თინათინ ხიდაშელი არის ადამიანი ვინც ქართველ ხალხს ნაციონალურ მოძრაობასთან კოჰაბიტაცია მოახვია თავს, შემდეგ კი გვითხრა, რომ თურმე ეს კოჰაბიტაცია, ჩენ ქართველმა ხალხმა დავუკვეთეთ!
ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა დაგვანახა თუ რა საფრთხეებისა და გამოწვევების წინაშეა მსოფლიო, მათ შორის კავკასიონის რეგიონში მდებარე საქართველო. დღეს ისე როგორც არასდროს, საქართველოს ესაჭიროება ძლიერი, ერთგული და კეთილსინდისიერი თავდაცვის მინისტრი, რასაც ვერ ვიტყვით ქალბატონ თინათინ ხიდაშელზე!”

ერეკლე ყიფიანი: “კარგად მოგეხსენებათ, რესპუბლიკური პარტია წლების მანძილზე რას წარმოადგენდა. მათ წარმოდგენაც არ ჰქონდათ ოდესმე 2 %-ან ბარიერს თუ გადალახავდნენ, მითუმეტეს, რომ ასეთ საპასუხისმგებლო პოსტებს დაიკავებდნენ. ჩვენთვის მიუღებელია, ისეთ სტრუქტურას, რომელზეც ქვეყნის უსაფრთხოება, თავდაცვა და საქართველოს სახელმწიფოებრივობა დგას, მართავდეს ისეთი ამორალური, უპასუხიმგებლო და ფსევდო-ეროვნული მინისტრი, როგორიც თინა ხიდაშელია”



Leave A Reply

Your email address will not be published.