თავის ტვინის სისხლძარღვების უნიკალური გამწმენდი საშუალებები, რაზეც ექიმები ჯერ კიდევ დუმან

თავის ტვინის სისხლძარღვების წმენდა ძალიან მნიშვნელოვანი პროცედურაა. ეს გააუმჯობესებს თქვენს თვითშეგრძნებას სხვადასხვა დაავადებების

დროს – დაწყებული კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზიდან, ათეროსკლეროზით დამთავრებული.

ტვინის სისხლძარღვთა რეგულარული წმენდა მოგიხსნით თავის ტკივილებს, გაგიუმჯობესებთ აზროვნებას, აგიმაღლებთ განწყობას.

მოვამზადეთ ტვინის სისხლძარღვთა გამწმენდი 5 ეფექტური და შემოწმებული რეცეპტი:

პირველი მეთოდი: თაფლი და კაკალი

გაარჩიეთ 5 კაკალი და დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი ნატურალური თაფლი, შეურიეთ მწიკვი დარიჩინი და კოჭა. კარგად აურიეთ და ერთი დღე მაცივარში გააჩერეთ.
მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში სამჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

მეორე მეთოდი: ხახვის წვენი და თაფლი

გამოწურეთ ხახვის წვენი, შეავსეთ ჭიქის მესამედი. დაუმატეთ 1 ჭიქა ნატურალური თაფლი. სამკურნალო ნარევი, მიიღეთ თითო ჩაის კოვზი, დღეში სამჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

ის არამარტო ეფექტურად წმენდს სისხლძარღვებს, აძლირებს იმუნიტეტსაც.

მესამე მეთოდი: ნატურალური წვენები

ყოველდღიურად, სადილამდე და ვახშმამდე ნახევარი საათით ადრე, მიიღეთ ნახევარი ჭიქა ბროწეულის წვენი. თუ წვენის შეძენას მაღაზიაში აპირებთ, აუცილებლად შეამოწმეთ, რამდენად ნატურალურია, სხვა შემთხევაში უმჯობესია გამოწუროთ სახლში.

მეოთხე მეთოდო: ოროვანდის ნაყენი

10 გრ ოროვანდას გამხმარ ფესვებს დაასხით ცხელი წყალი, გააჩერეთ თერმოსში 8-10 საათის განმავლობაში. შემდეგ გაფილტრეთ და შეინახეთ ცივ ადგილას. მიიღეთ 4 სუფრის კოვზი საუზმემდე ნახევარი საათით ადრე. მიღების კურსი – ერთი თვე.

მეხუთე მეთოდი: სასარგებლო პროდუქტები

ორგანიზმის საერთო გაჯანსაღებისა და სისხლძარღვების წმენდისთვის, ყოველდღე საუზმემდე ნახევარი საათით ადრე მიირთვით მანდარინი, მუჭა ქიშმიში და კაკალი, 15-20 წუთის შემდეგ დალიეთ ჭიქა თაფლიანი წყალი (1 ჩ.კ თაფლი) ლიმონის ნაჭრით. 10-15 წუთის შემდეგ კი შეგიძლიათ საუზმეც მიირთვათ.

პენი ლეინი

Comments
Loading...