“თავისუფალი დემოკრატების” აქცია იუსტიციის სამინისტროსთან

ირაკლი შოთაძის მთავარი პროკურორობის კანდიდატად წარდგენას აპროტესტებენ „თავისუფალი დემოკრატები“. ირაკლი ალასანიას პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა დღეს იუსტიციის სამინისტროსთან აქცია გამართეს. მათი თქმით, შოთაძე არის მმართველი კოალიციის პოლიტიკური შემსრულებელი. აქციის მონაწილეებმა არჩევნებს ფარსი უწოდეს.

Leave A Reply

Your email address will not be published.