,,თავისუფალი დემოკრატები” უკან “ოცნებაში”?!- რა ხდება კოალიციის კულუარებში?

საპარლამენტო უმრავლესობაში ირაკლი ალასანიას “თავისუფალ დემოკრატებთან” დაკავშირებით მოულოდნელ განცხადებას აკეთებენ. მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ომარ ნიშნიანიძე აცხადებს, რომ კოალიციის კულუარებში მიმდინარეობს მსჯელობა ალასანიას პარტიის უკან დაბრუნებაზე:

“მე მგონია, რომ კოალიციის კონფიგურაციასთან დაკავშირებით წინასაარჩევნოდ დიდი ცვლილებები არ არის დაკავშირებული. ვფიქრობ არჩევნებამდე ამ საარჩევნო ბლოკით მივალთ… აქ გარკვეული წინააღმდეგობები შეიძლება იყოს კვოტებთან დაკავშირებით- ზოგიერთი პარტია მოითხოვს მეტ კვოტას საარჩევნო სიაში, მაგრამ ამას მოევლება. ზოგს ჰგონია, რომ მეტი ეკუთვნის და ამბიციები აწუხებს, მაგრამ მე მგონი ესეც დარეგულირდება. უფრო მეტიც, როგორც კულუარებში ამბობენ, ახლა მსჯელობა მიმდინარეობს თავისუფალი დემოკრატების შემატებაზე. ადრე ჩვენთან იყვნენ და ერთმანეთი არ დაგვიჭამია. ასე, რომ ახლა მათი გადასაწყვეტია რას იზამენ. მთავარია მათ გამოხატონ სურვილი.” აცხადებს ნიშნიანიძე და მის მსაგავსად “თავისუფალ დემოკარატებზე” მინიშნებას ვიცე სპიკერი მანანა კობახიძეც აკეთებს. “…ამ მომენტისთვის კოალიციის ფარგლებში არავითარი ცვლილებები არ იგეგმება. კოალიცია მუშაობს იმ ფორმით როგორც მუშაობდა 2012 წლის არჩევნების შემდეგ, გარდა იმ გამონაკლისისა, რომელიც თავისუფალ დემოკრატებს უკავშირდება. რომ გითხრათ რაიმე იგეგმება ამ წუთის მდგომარეობით, არის პერსპექტივა სხვა მიმართულებებით, ასე არ არის. ამასთან, პოლიტიკურ ცხოვრებაში გამორიცხული არაფერია”,- აცხადებს მანანა კობახიძე.

წყარო “რეზონანსი“

Comments
Loading...