“თავისუფალი დემოკრატები” ე.წ. კაბელების საქმეში არსებულ ახალ მასალებზე საუბრობენ

ე.წ კაბელების საქმეში არსებულ ახალ, სკანდალურ მასალაზე საუბრობენ თავისუფალი დემოკრატები და პარტიის ადვოკატი. მათი მტკიცებით, ახალი მასალების მიხედვით დასტურდება, რომ კომპანია დელტა კომ-ი, რომელიც აქამდე გავრცელებული ინფომრაციით, თავდაცვის სამინისტროს უფასო სერვისს სთავაზობდა, რეალურად 20 მილიონს ითხოვდა. სილქნეტთან კი ანალოგიური შეთანხმება 6 მილიონზე გაფორმდა, რაც საქმის აღძვრის საფუძველი გახდა.

ე.წ. კაბელების საკითხზე არსებულ ახალ მასალაზე ალექსი პეტრიაშვილმა კურიერის პირდაპირ ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, ახალი მტკიცებულებების წარდგენას ადვოკატები ხვალინდელ სასამართლო სხდომაზე აპირებენ.

“ადვოკატები ორშაბათის სასამართლო პროცესზე წარადგენენ ახალ დოკუმენტაციას, რომელიც საბოლოოდ გააცამტვერებს ბრალდების მხარის ყველა არგუმენტს და დაადასტურებს, რომ თავდაცვის სამისნიტროს თანამშრომლების მიმართ ყველა ბრალდება იყო უსაფუძვლო და ამას ჰქონდა პოლიტიკური სარჩული“ – აღნიშნა ალექსი პეტრიაშვილმა.

Leave A Reply

Your email address will not be published.