“თავისუფალი თაობა” პრემიერს ინიციატივით მიმართავს

ახალგაზრდული ორგანიზაცია „ თავისუფალი თაობა “ გამოდის ინიციატივით,
რომ პრემიერ მინისტრმა გამართოს გაფართოებული შეხვედრა ახალგაზრდებთან, იქნებიან ესენი სტუდნტები , ახალგაზრდული ორგანიზაციები, ახალგაზრდული მოძრაობები თუ პოლიტიკურად მოტივირებული ახალგარდები . ჩვენ მიგვაჩნია, რომ სახელმწიფო განსაკუთრებულ ყურადღებას უნდა უნთმობდეს ახალგაზრდას , ამიტომ ქვეყნის პირველი პირები უნდა ინტერესდებოდნენ , თუ რას ფიქრობს ახალგარზრდა რა შეხედულებები აქვს არსებულ მმართველობასა თუ მომავლთან დაკავშირებით .
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ერთსულოვნება , რომელიც უნდა სუფევდეს სახლემწიფოსა და ახალგარდებს შორის. მოგეხსენებათ , ქართველ ახალგაზრდებსა და ახალ თაობას არაერთხელ უჩვენებია ერთიანობისა და ქვეყნის სიყვარულის მაგალითი , უამრავი რამ შეიძლება გავიხსენოთ, საქართველოს უახლესი ისტორიიდან ,მაგრამ ჩვენდა სასახელოდ რამდენიმე უაღრესად მნიშვნელოვანი ფაქტი მაინც უნდა ვახსენოთ, თუნდაც ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას ახალგაზრდული თავდადება იმ უდიდესი შედეგით, რასაც დღეს საქართველოს დამოუკიდებლობა ჰქვია , ჯერ კიდევ დისიდენტური მოძრაობა, შემდეგ ის აკრძალული პროკლამაციები, რომლის შემდგენელნიც სწორედ ქართველი ახალგაზრდები იყვნენ, შემდეგ უდიდესი ტრაგედიითა და სიამაყით აღსავსე დღე – 9 აპრილი, დღე რომელმაც მიუხედავად დიდი ტკივილისა სულიერად და მორალურად თავი მაღლა აღგვამართვინა , ამ დღის თითოეული გმირი 18-20-25 წლის გოგო -ბიჭები არიან , კვლავ ახალაგზრდების სახელს უკავშირდება სქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვება. მეორე უდიდესი მონაპოვარი ქართველი ახალგარდებისა ესაა ქართული ენის დაცვა . 1978 წლის 14 აპრილი, როდესაც ქართველი ახალგაზრდები საბჭოთა დიქტატს შეეწინააღმდეგნენ ენის დასაცავად და მიაღწიეს კიდევაც საწადელს. ტერიტორიული მთლიანიბის დასაცავადაც არ დაუხევიათ უკან ქართველ ახალგაზრდებს , თუნდაც აფხაზეთის ომი , თუნდაც 2008 წლის აგვისტოს ომი , სადაც გარდაცვლილთა და დაჭრილთა ყველაზე დიდი რაოდენობა ახალგაზრდების იყო , შემდეგ- 2012 წლის 1 ოქტომბერი , ციხის კადრები – ახალგაზრდების გამოსვლები ,2015 წლის 13 ივლისი . ყველაფერი ეს მაგალითია იმისა, რომ ჩვენ ვართ ძალა , რომლის სწორად გამოყენებაში დინტერესებული უნდა იყოს სახელმწიფო . ყველა ზემოთ ჩამოთვლილი დამსახურების ავტორი ქართველი ახალგარზდები არიან, დარწმუნებულები ვართ თავად პრემიერმინისტრი თუარა მისი ოჯახის რომელიმე წევრი მაინც თანამონაწილე არის ამ ყოველივესი , ამიტომ ქვეყნის პირველ პირს უნდა აინტერესებდეს რას ფიქრობს იმ ქვეყნის ახლაგზრდები , რომელ ქვეყანასაც ის მეთაურობს. სწორედ ესაა მიზეზი იმისა, თუ რატომ ვითხოვთ ბატონ პრემიერ მინისტრთან ახალგაზრდების გერთიანებულ შეხვედრას.
დღეს, ახალგაზრდების წინაშე ძალიან ბევრი პრობლემაა , თუნდაც ის რომ სტუდენტი , რომლის ოჯახი განათლებაში მთლიანად დებს თავის მატერიალურ სახსრებს ,ამთავრებს უმაღლესს და დაუსაქმებელია, თავისი სწავლისათვის გაწეული ხარჯის კონპესირებასაც კი ვერ ახდენს.ახლადშექმნილი ოჯახები , რომლებიც უამრავი გამოწვევისა და პრობლემის წინაშე დგანან , გარდა ამისა კიდევ უამრავი პრბლემა დგას ,რომელიც აუცილებლად გაჟღერდება პრემიართან შეხვედრის დროს, ამიტომ გამოვთქვამთ დიდ იმედს ,რომ ბატონი კვირიკაშვილი დაინტერესდება ამ საკითხით და გამონახავს დროს რათა მოუსმინოს ახალგაზრდებს , გაიზიაროს მათი შეხედულებები და ასე ერთობლივი ძალებით მოვახერხებთ შევქმნათ ისეთი წარმატებული ქვეყანა, როგორიც ჯერ არასოდეს გვქონია , ამაში კი დიდი წვლილი კვლავ ახალმა და მომავალმა თაობამ უნდა შეიტანოს . ამ ქვეყნის ახლაგაზრდებს უნდა ჰქონდეს იმედი , რომ მათ გვერდით სახელმწიფოა , რომელიც მას დაიცავს და დაეხმარება , მეორე მხრივ კი ვერ გავიხსენებთ ისეთ მაგალითს , როდესაც საქართველოს უჭირდა და თავისი ახალგაზრდა თაობამ უკან დაიხია. სწორედ ესაა სახელმწიფო- ახალგაზრდებისა და ქვეყნის ლიდერების ურთიერთანამშრომლობა.
ps ჩვენც გვსურს დაინტერესდეთ ჩვენი შეხედულებებით და ჩვენთან ერთად დაგეგმოთ მომავალი , არ გვსურს ვიხედებოდეთ წარსულში სადაც ახალგაზრდა და მისის სიცოცხლე არაფრად ფასობდა , არამედ გზა ახალ თაობას უნდა დაეთმოს და ჩვენ თქვენთან ერთად შევძლებთ მივაღწიოთ საწადელს, ძლიერ და ერთიან საქართველოს . ამიტომ კიდევ ერთხელ გთხოვთ, გამონახოთ დრო და უახლოეს მომავალში მოახდინოთ სტუდენტებთან , ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან თუ პოლიტიკურად მოტივირებულ ახალგაზრდებთან შეხვედრა, უმჯობესია ეს შეხვედრა თებერვალში ,რაც შეიძლება მალე მოხდეს , რადგან თქვენ როგორც ქართული ოცნების პარტიის თავმჯდომარეს , პოლიტიკურ ლიდერს , უნდა გინტერესებდეთ და გაწუხებთ ის კითხვა თუ რას ვფიქრობთ ჩვენ , ახალგაზრდები. ჩვენი მხრიდან კი მზაობა თქვენთან თანამშრომლობისა დიდია , ვინაიდან გვწამს რომ ერთად შევძლებთ თავისუფალი საქართველოს აშენებას.

Comments
Loading...