თავისუფალი თაობა:გარდაბნის რაიონის გამგეობაში მეტად სავალალო პოლიტიკური მდგომარეობაა

როგოროც „თავისუფალი თაობის“ რუსთავი-გარდაბნის წევრებისთვის გახდა ცნობილი გარდაბნის რაიონში კერძოდ გამგეობაში მეტად სავალალო პოლიტიკური მდგომარეობაა კერძოდ გამგეობა გადაჭედელია ნაციონალური მოძრაობის წევრებით და მათ ვერაფერს ვერ უხერხებენ ანუ ვერ ატოვებიებენ სამსახურეობრივ პოზიციებს. ჩვენთვის ამ მომენტისათვის ჯერ უცნობია რა არის ყოველივე ამის მიზეზი თუმცა ვეჭვობთ რომ გარდაბნის გამგებელი დაშანტაჟებულია.
ეხლა კი გთავაზობთ ნაციონალების სიას რომელიც გამგეობაშია დასაქმებული.
* გამგებლის მეორე მოადგილე – ურფატ აღაბალაევი – 2012 წლამდე იყო პარია ნაციონალური მოძრაობის წევრი.
* გიორგი სინჯიკაშვილი- ამჟამად ზედამხედველობის სამსახურის უფროსი (ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის უფროსი ზონდერი) ამ პიროვნებას 2012 წელს გატაცებული ჰყავდა ამჟამინდელი ქართული ოცნების ფრაქციის თავმჯდომარე ამბაკო ავალიანი.
* ჯანო დადეშქელიანი – ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი.
* გარდაბნის გამგებლის პირველი მოადგილე – თენგის მიროტაძე.პოლიკოვნიკი.იგი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დროშის ქვეშ დაუნდობლად დევნიდა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების ელემენტებს (მათ შორის, სასულიერო პირებსაც), რაც მას სათანადოდ დაუფასდა და არნახულ კარიერულ წინსვლასაც მიაღწია. 2004-2010 წწ. დმანისის შს რაიონული სამმრთველოს უფროსის პოსტს იკავებს და სწორედ ამ პერიოდში მის სახელს უკავშირდება ერთი ფრიად არასასიამოვნო ფაქტი: 2006 წლის 2 ივლისს დმანისის რაიონში ხრამის ხეობაში მდებარე მარადქალწულ მარიამის შობის სამონასტრო კომპლექსში დამნაშავეთა ძებნის საბაბით უკანონოდ, ყოველგვარი ორდერის გარეშე შეიჭრნენ სპეცრაზმელები, იარაღის მუქარით მიწაზე დააწვინეს მორჩილები და კომპლექსში მომუშავე რესტავრატორები, შეურაცხყოფა მიაყენეს მათ და გაჩხრიკეს მთელი სამონასტრო კომპლექსი. სპეცოპერაციის დროს პოლიციელებმა ძლიერ გადაამეტეს თავის უფლებამოსილებას, იქცეოდნენ ძალადობრივად და ცინიკურად. ეჭვმიტანილები სამონასტრო კომპლექსში ვერ აღმოაჩინეს, რის შემდეგაც სპეცრაზმმა უბოდიშოდ დატოვა “დანაშაულის” ადგილი. ფაქტი იმდენად რეზონანსული აღმოჩნდა, რომ შსს-ს გენერალური ინსპექციისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად ოპერაციის უშუალო ხელმძღვანელი, პოლიციის პოლკოვნიკი გია მანდარია დაკავებული იქმა, ხოლო თენგიზ მიროტაძე და კიდევ რამდენიმე პირი შინაგას საქმეთა სამინისტრიოს ორგანოებიდან დაითხოვეს. თუმცა, როგორც გაირკვა, ეს “ნაციონალური” ხელისუფლების მიერ გათამაშებული მორიგი თვალის ასახვევი ფარსი აღმოჩნდა – ბატონი მიროტაძე დარჩა საკუთარ თანამდებობაზე. 2010 – 2012 წლებში ბატონი მიროტაძე დმანისის გამგებლის პოსტს იკავებს.2012 წელს ქართული ოცნების გამრჯვების შემდეგ,დმანისის მოსახლეობა შეიჭრა მის სამუშაო კაბინეტში და მისი ცეცხლმოკიდებული სავარძელი ფანჯრიდან მოისროლა.2013წლიდან იგი ქართული ოცნების წევრად გვევლინება.
* დავით ასათიანი -გარდაბნის გამგებლის მოადგილე. 2014 წლის არჩევნებში იგი იყო კოალიცია “ქართული ოცნების” მაჟორიტარი კანდიდატის კონკურენტ ლევან ჩადუნელის შტაბის ერთერთი ხელმძღვანელი.
* მიხეილ გედეხაურმა საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე
* ლევან ჩადუნელმა გამგებლის მრჩეველი
გამგებლის წარმომადგელების 70%- 80% ყოფილი ნაცმოძრაობის წევრები არიან – ეგრედ წოდებული ზონდერები, ისინი საბოტაჟის გზით რეიტინგს უგდებენ ქართულ ოცნებას, რომლებიც დღემდე მისტირს წინა ხელისუფლებას.
წერს სოციალურ ქსელში გიორგი ონიანი

Comments
Loading...