თავისუფალი თაობის ლიდერი ლადო სადღბელააშვილის და თავისუფალი თაობის განცხადება

“სააკაშვილის (როგორც უკრაინული ხელისუფლების წარმომადგენელის) ასეთი უხეში ჩარევა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში და რაც მთავარია მზადება სახელმწიფო გადატრიალებისათვის არის პირდაპირი კომფროტაციის მცდელობა ორ სახელმწიფოს შორის! უკრაინის ხელისუფლება ვალდებლია ამ ფსიქიკურად გაუწონასწორებლის ქმედებას ბოლო მოუღოს ან გადააყენოს ან “ცხვირში წაარტყას” ანდა ჩვენ საქართველოს მოქალაქეებმა უნდა მოვთხოვოთ უკრაინულ დიპკორპუსს დატოვოს საქართვველოს ტერიტორია! ასე აღარ შეიძლება! სააკაშვილი ორ მოძმე ერს შორის ცდილობს შუღლის გაღვივებას!
ეხლა მივმართავ მარგველაშვილს, უსუფაშვილს და კვირიკაშვილს – იმოქმედეთ! სხვა ქვეყნის მოქალაქე და სხვა ქვეყნის ჩინოვნიკი ცდილობს ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნას, რევოლუციას გვიწყობს და ჩვენი მოქალაქეების სისხლის ღვრა აქვს გადაწყვეტილი! თქვენი რას შვებით ამ დროს?
ps ერთადერთმა ვინც ჯერჯერობით საპროტესტო ნოტა გაუგზავნა უკრაინულ მხარეს არის ღარიბაშვილი…”
-აცხადებს “თავისუფალი თაობა”

Leave A Reply

Your email address will not be published.