თავისუფალი თაობის წევრი ნაუმი გაფრინაშვილი თინა ხიდაშელს მიმართავს

ქ-ნო თინა ძალიან მაინტერესებს თქვენი პასუხი, უძლიერესო იურისტო და შეიარაღებული ჯარების დედოფალო. რახან ქართული ჯარი უკვე ააყვავეთ და სხვა დანარჩენ თემებზეც თავს არ იზოგავთ, ძალიან დელიკატური კითხვა მაქვს, როგორც იურისტთან. ალბათ გაგიგიათ საქართველოს ორგანული კანონი “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” მუხლი 36. “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია აკრძალოს პარტია, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს, ქმნის ან შექმნილი აქვს შეიარაღებული ფორმირება.” იქნებ თქვენი აზრი მოგვაწოდოთ და ზოგადად განგვანათლოდ ქვემოთ აღნიშნულთან დაკავშირებით, ეხლა რაც შეეხება ამ კონკრეტულ თემას, ეგ ხომ ყველამ ისედაც კარგად იცის, რაც წინა მთავრობამ ჩაიდინა, რომელი პუნქტი არ დაარღვია? ? ? ამბოხებისთვის გადამალული შეიარაღება, ის რაც ნაპოვნია, რაც არა -ეგ სხვა საკითხია, შემდეგ ტერიტორიები რაც დავკარგეთ, ესეც ვიცით. მოდით ეხლა ის ბოლო გავრცელებული ვიდეო რომელიც ამაზრზენია და ადამიანის სულში ჩაფურთხების და სიცოცხლის პირდაპირი მნიშვნელობით ხელყოფაა, იმიტომ რომ კაცი კაცად დაიბადა და ბოლოს რად აქციეს??? მას სიცოცხლის ხელყოფით და ძალადობით აიძულებდნენ თავის თავზე აეღო დანაშაული რომელიც მას არ ჩაუდენია და სხვისთვის დაებრალებინა, რომ მათ დაავალეს ავტობუსის აფეთქება ვითომ აფხაზეთიდან, რახან თქვენ აფხაზეთს საქართველოს ტერიტორიად არ მოიხსენიებთ არის თუ არა გარე შუღლის გაღვივება ქვეყნებს შორის ?! იმ ბინძური საქმეების 90% რაც წინა მთავრობის დროს კეთდებოდა სააკაშვილის რეჟიმმა მეგრელების ხელით გააკეთა,ინტრიგნებისთვის ვაკონკრეტებ სამეგრელოს გარდა შეიძლებოდა ნებისმიერ კუთხეში მომხდარიყო ასეთი ფაქტები და საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას (სხვა კუთხის წარმომადგენლებს) ქონოდა დამსახურებულად აგრესია მათ მიმართ, არის თუ არა ეს შიდა კუთხური შუღის გაღვივება?! რაც შეეხება რელიგიურ შუღლს, გაიხსენეთ წინა ხელისუფლების დროს რა მოხდა გლდანში, როცა სპეცრაზმმა ტაძარი შტურმისთ აიღო, უმოწყალოდ არბევდნენ იქ მყოფ მომლოცველებს ამტვრევდნენ ეკლესიის ქონებას და წიხლით შესდგნენ ხატებს. საქართველოს ორგანული კანონი “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” მუხლი 36. რომელი პუნქტი არ დაირღვა?! ქ-ნო თინათინ სუპერ იურისტად რომ მოგქონდათ თავი, ესეც რომ აღარ იკმარე და თავდაცვის მინისტრი ბრძანდები, ზოგადად რეპუბლიკელებმა და ბ-ნ უსუფაშვილი საამაყოდ რომ გიზით პარლამენტის თავმჯდომარეთ ამხელა ამბიციების მქონე „პარტია“ რესპუბლიკელებს ნუთუ არ შეგეძლოთ ავთვისებიანი სიმსივნის ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკურ სანაგვეზე გადაგდება? თუნდაც ამ ზემოთ ჩამოთვლი დანაშაულებიდან გამომდინარე, საფუძვლიანი ეჭვი მიჩნდება, რომ კერძოდ რესპუბლიკური პარტია დიდად არაფრით განსხვავდებით ნაციონალური მოძრაობისგან! რაც შეეხება ლადო სადღობელაშვილს ქ-ნო თინა გირჩევთ სუფთა წყალი გამოივლოთ პირში და მხოლოდ მას შემდეგ პატივისცემით ახსენოთ ლადოს სახელი და იმ ახალგაზრდების ვინც ნაციონალური მოძრაობის სისხლიან რეჟიმს დღემდე ებრძვის შიშველი ხელებით! ნუ დაემგვანებით წინამორბეთ მთავრობას ვინც ქუჩაში ახალგაზრდების მოკვლით, შანტაჟითა და დაკავებებით იყო დაკავებული.

Leave A Reply

Your email address will not be published.