“თავისუფალი ზონის” წევრი საპატრულო პოლიციამ ხურვალეთთან ოკუპაციის გაპროტესტებისას დააკავა

თავისუფალი ზონის წევრი, ონისე გერგედავა, საპატრულო პოლიციამ დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას თავისუფალი ზონა თავის ვებგვერდზე აქვეყნებს.

ინფორმაციიდან ირკვევა, რომ მოძრაობის წევრი სოფელ ხურვალეთთან  ოკუპაციას აპროტესტებდა. ონისე გერგედავა საოკუპაციო ზოლთან  საგზაო მიმართულებების მანიშნებელზე აძვრა და ზედ წარწერები გაუკეთა.

“ოკუპირებული შიდა ქართლი” და “რუსეთს რა?” წარწერებიანი ბანერების გაკვრის შემდეგ, საპატრულო პოლიციამ ის დააკავა.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო და საპატრულო პოლიცია.

თავისუფალმა ზონამ დაკავების ამსახველ ვიდეომასალაც გაავრცელა.

წყარო: რუსთავი 2

Comments
Loading...