“თავმოყვარე გოგონები არ დადიან კლუბებში… მსუბუქი ყოფაქცევის გოგო უტვინოა” – ლეონარდო დიკაპრიო

გთავაზობთ ლეონარდო დიკაპრიოს მიერ სხვადასხვა ინტერვიუების დროს გამოთქმულ აზრებს:

– მე ვფიქრობ, რომ თავმოყვარე გოგონები არ დადიან კლუბებში. იქ საძებარი არაფერია.

– მე ვფიქრობ, რომ საყვარელ ადამიანთან ერთად კიდევ 5 წუთის გატარებისთვის ყველაფრის დავიწყება შეიძლება და ყველაფერზე უარის თქმა, რომ ეს 5 წუთი რაც შეიძლება მეტ ხანს გაგრძელდეს.

– მე ვფიქრობ, რომ ურთიერთობები იგება ნდობაზე. თუ ამბობ „მე შენ მიყვარხარ“, ეს სიტყვები შენ ვალდებულს გხდის იმის შიში მაინც გქონდეს, რომ ნდობა არ დაკარგო.

– მე ვთვლი, რომ გოგონა წესიერად უნდა მოიქცეს. გოგოს მხრიდან წესიერება მისი რჩეული ბიჭისთვის მთავარი ღირსებაა.

– მე ვფიქრობ, რომ გოგო არ უნდა ბილწსიტყვაობდეს

– მე ვთვლი, რომ მსუბუქი ყოფაქცევის გოგო მოსაწონი არ არის. ის უბრალოდ უტვინოა.

– თუ გოგო ჩემი რჩეულია, ის ჩემი უნდა იყოს ყველა მხრივ. მხოლოდ ჩემი. დიახ, მე ძველმოდური ვარ და ამ ძველ მოდას მე გადავცემ ჩემ შვილებს, როგორც მამამ გადმომცა მე, მას კი ბაბუამ. ამიტომ ჩვენ გვარში ყოველთვის უყვარდათ და პატივს სცემდნენ დედებს, ცოლებს და ქალიშვილებს.

Comments
Loading...