თავმოყვარე ქვეყანას თუ პატარა ბავშვივით ექცევიან, ამას რეაქცია ექნება – ბესელია აგრამუნტის განცხადებაზე

„თავმოყვარე ქვეყანა თუკი მიიჩნევს, რომ მას ექცევიან ისე, როგორც პატარა ბავშვს, ბუნებრივია გარკვეული რეაქციაც ამას ექნება“ – ამის შესახებ ეკა ბრესელიამ სტრასბურგში პედრო არგამუნტის სიტყვით გამოვლის შეფასებისას განაცხადა. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, საქართველო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახლადარჩეულ პრეზიდენტთან თანამშრომლობისთვის მზადაა, თუმცა ბესელიას აზრით, აგრამუნტი წარმოადგენს სახალხო პარტიას და გაცხადებული სიმპატიები აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ. „ჩვენ რასაკვირველია ვართ მზად, რომ ვითანამშრომლოთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახალ პრეზიდენტთან. მიუხედავად იმისა, რომ ის წარმოადგენს სახალხო პარტიას და აქვს ღია, გაცხადებული სიმპატიები „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ. თუ არის კეთილგანწყობილი რეკომენდაციები, რჩევები და მეგობრული შეთავაზებები, ჩვენ ამას ვიღებთ ძალიან ღიად და ბუნებრივია, ქვეყანა მზად არის ამ თანამშრომლობისთვის, მაგრამ ფორმას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. რა თქმა უნდა, თავმოყვარე ქვეყანა თუკი მიიჩნევს, რომ მას ექცევიან ისე, როგორც პატარა ბავშვს, ბუნებრივია გარკვეული რეაქციაც ამას ექნება“, – განუცხადა ეკა ბესელიამ „რუსთავი2“-ს.

Leave A Reply

Your email address will not be published.