თბილისი ევროპის ლიგის 2019 წლის ფინალის მასპინძლობის ერთ-ერთი პრეტენდენტია

საქართველოს დედაქალაქში მდებარე „დინამო არენა“, 2019 წლის ევროპის ლიგის ფინალის მასპინძლობის ერთ-ერთი პრეტენდენტია.

უეფას ოფიციალურ ვებ-გვერდზე სულ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებიც 2019 წელს, უეფას მიერ დაგეგმილი ასეთი მასშტაბური ფინალების მასპინძლობისთვის იბრძოლებენ. ევროპის ლიგის 2019 წლის ფინალისთვის, საქართველოსთან ერთად, აზერბაიჯანი, თურქეთი, შოტლანტია, გერმანია და ესპანეთი იბრძვიან.

უეფას აღმასრულებელი კომიტეტი, გამარჯვებულ ქვეყანას, სექტემბერში დაასახელებს. 2015 წელს, „დინამო არენამ“ სუპერ თასს უმასპინძლა, სადაც ერთმანეთს, ორი ესპანური კლუბი – „ბარსელონა“ და „სევილია“ დაუპირისპირდნენ. თბილისში გამართული მატჩი, სუპერ თასის ისტორიაში, საუკეთესოდ დასახელდა.

 

geopressnews.ge

Comments
Loading...