თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 206-ე კილომეტრზე მოძრაობა იკრძალება

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 206-ე კილომეტრზე, მდინარე ჩხარას ადიდების გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება. ადიდებულმა მდინარემ, ზესტაფონი ქუთაისის დამაკავშირებელ დროებით გზას ძირი გამოაცალა და ასფალტის საფარი მთლიანად ჩამოშალა. სწორედ ამიტომ, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით ზესტაფონი-ბაღდათი-ქუთაისის საავტომობილო გზაზე გადაერთვება. თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებლის ცნობით, აღდგენით სამუშაოებს რამდენიმე დღე დასჭირდება. გამგებლისგან განსხვავებით საგზაო დეპარტამენტში ამბობენ, რომ აღდგენითი სამუშაოები დღესვე დასრულდება და გზა დღის ბოლომდე გაიხსნება.

Leave A Reply

Your email address will not be published.