“თბილისის 2016 წლის ბიუჯეტით მსხვილი პროექტები განხორციელდება”

თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ 2016 წლის ბიუჯეტში საკრებულოს რეკომენდაციები, შეძლებისდაგვარად იქნა გათვალისწინებული.

“ბიუჯეტის ფორმირების პროცესში, მოსახლეობის ჩართულობისა და ბიუჯეტის დაგეგმვის გამჭვირვალობის ზრდის უზრუნველყოფის მიზნით, შარშანდელის მსგავსად, წელსაც ჩატარდა მოსახლეობის გამოკითხვა დედაქალაქის ათივე რაიონში, რის შედეგადაც, განხორციელდა გამოკითხულთა მიერ თბილისის ბიუჯეტის პრიორიტეტების რანჟირება – 2016 წლის ბიუჯეტი 815 მლნ. 900 ათასი ლარით განისაზღვრა და პრიორიტეტებად კვლავ ინფრასტრუქტურის განვითარება, განათლება, ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, ასევე, გამწვანებითი ღონისძიებები რჩება. 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი პროგრამული ბიუჯეტის ფორმატშია წარმოდგენილი.

თბილისის 2016 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია ისეთი მნიშვნელოვანი და მსხვილი პროექტების განხორციელება, როგორიცაა:

1. ხიდების და გვირაბების მშენებლობა-რეაბილიტაცია – 17 მლნ. 800 ათასი ლარი, მათ შორის, ვერეს ხეობიდან ახალი მაგისტრალის გვირაბით დაკავშირება ლაგუნასთან მიმავალ გვირაბთან და პუშკინის ქუჩის ესტაკადის მშენებლობა;
2. 10 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა – 7 მლნ. 800 ათასი ლარი;
3. ქალაქის განვითარების პროგრამის ფარგლებში – 42 მლნ ლარი, მათ შორის, გათვალისწინებულია მარჯანიშვილის მეტროდან ზაარბრუკენის მოედნამდე ტერიტორიის განვითრება და შენობების რეაბილიტაცია – 19 მლნ ლარი; გუდიაშვილის მოედნის მიმდებარედ კონსერვაციის გეგმის ფარგლებში, აღდგენითი-სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 7 მლნ. 700 ათასი ლარი;
4. 7 მეტროს სადგურის – ვაგზლის მოედანი-1, მარჯანიშვილი, რუსთაველი, თავისუფლების მოედანი, ავლაბარი, ვარკეთილი და ახმეტელის თეატრი კაპიტალური რეაბილიტაცია – 7 მლნ ლარი;
5. ახალი

“ალეკო ელისაშვილი სინდისიერი ადამიანია, ძნელად წარმომიდგენია ვინმე მის ორკესტრატორად”
07:49
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ ალეკო ელისაშვილს მისი დიდი ნდობა აქვს და ის არის ადამიანი, რომლის მართვაც ძნელად წარმოსადგენია.

07:49
“საქართველოს სერიოზული პრობლემები აქვს, მინდა წარმატება ვუსურვო გიორგი კვირიკაშვილს”

07:48
“ჩემსა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის პიროვნული დაძაბულობა არ ყოფილა”

07:47
მოსამართლემ გიორგი ოქროპირიძეს 20-წლიანი პატიმრობა შეუფარდა
რაგბის მოედნის მშენებლობა – 6,0 მლნ ლარი, რომელიც რაგბისტების ახალი თაობების აღზრდას მოემსახურება და უმასპინძლებს 2017 წლის რაგბის ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატს;
6. ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობა – 3 მლნ ლარი;
7. ვაკის პარკისა და კუს ტბის დამაკავშირებელი საბაგირო გზის მოწყობა;

გარდა ამისა, ორი უმნიშვნელოვანესი სფეროსათვის განხორციელდება თანხების მოძიება დონორი და საფინანსო ინსტიტუტებიდან. 2016 წლის განმავლობაში დაგეგმილია ავტოპარკის განახლება 150 ერთეულით. ასევე, დაგეგმილია მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელი პოლიგონის პირველი და მეორე უჯრედის დახურვისა და გაზშემკრები მილების მშენებლობისათვის 9 მლნ. 600 ათასი ლარისა და ახალი მე-3 უჯრედის მშენებლობისათვის 13 მლნ. 400 ათასი ლარის მოზიდვა. EBRD-ის დახმარებით, მზადდება კვლევა თბილისში ნარჩენების მართვისა და სეპარირების სისტემის დანერგვისთვის.

ამასთან, 2016 წელს განხორციელდება 3 ახალი პროგრამა ჯანდაცვის მიმართულებით – 3 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა ჰერცეპტინის პროგრამის დაფინანსება, რაც ადრეული ძუძუს კიბოს დადებითი (I-III) სტადიის მქონე პირებისათვის პრეპარატი ჰერცეპტინით უზრუნველყოფას გულისხმობს; 250 000 ლარით დაფინანსდება ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის მქონე პირთათვის მულტიდისციპლინური გუნდის მიერ მომსახურების მიწოდება; 500 000 ლარია გამოყოფილი ახალი პროგრამისთვის, რომელიც ბავშვთა და მოზარდთა ფიზიკური განვითარების ხელშეწყობისთვის ორთოპედიული პათოლოგიების სკრინინგსა და აღდგენით თერაპიას მოიცავს. ასევე, გაგრძელდება 2015 წელს დაწყებული მნიშვნელოვანი პროგრამების განხორციელებაც.

2016 წლის ბიუჯეტის თანახმად, გაზრდილია სასწრაფო სამედიცინო დახმარების დაფინანსებაც, გასულ წელთან შედარებით ზრდამ 3 მლნ. 400 ათასი ლარი შეადგინა.

ასევე, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი გახლავთ განათლება და 2016 წლის ბიუჯეტში განათლების ხელშეწყობის მიმართულებით გამოყოფილია 95,1 მლნ. ლარი, რაც 2015 წლის მაჩვენებელზე (92 მლნ. 633 ათასი) 2 მლნ. 500 ათასი ლარით მეტია. აღსანიშნავია, რომ სახელოვნებო განათლების ხელშეწყობის პროგრამა გაიზარდა 106 800 ლარით, პროგრამას დაემატება ქალაქ თბილისის მერიის ხელოვნების სკოლებში იძულებით გადაადგილებულ მოსწავლეთა უფასო სწავლება.

რაც შეეხება გამწვანების ღონისძიებებს, აღნიშნულისთვის გათვალისწინებულია 13 751,3 ათასი ლარი. პროგრამას, ასევე, დაემატა 2 მლნ ლარი ვერეს ხეობაში და მზიურის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე სარეკრეაციო ზონის მოწყობისათვის. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია დენდროლოგიური პარკის რეაბილიტაცია.

ამასთან, 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების პროგრამას, გარდა ტრანსფერებით მისაღები 5,3 მლნ ლარისა, დაემატა 1 მლნ ლარი და 6 მლნ. 300 ათასი ლარით განისაზღვრა.

რაც ასევე მნიშვნელოვანია, მერიის ადმინისტრაციის, საქალაქო სამსახურების და გამგეობების შრომის ანაზღაურების ფონდი შემცირდა 1,5 მლნ ლარით. შემცირებულია საშტატო რიცხოვნობა და შესაბამისად, სამივლინებო და წარმომადგენლობითი ხარჯები. 2015 წელს 2013-2014 წლებთან შედარებით, პრემიებისთვის გამოყოფილი თანხა, თითქმის, 10 მლნ ლარით არის შემცირებული”, – აცხადებენ მერიაში.

Leave A Reply

Your email address will not be published.