თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა მომსახურების საკომისიო მარტიდან 2 დოლარით იზრდება. ამის შესახებ “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” ხელმძღვანელმა ქეთევან ალექსიძემ განაცხადა.
“ბიზნესკონტაქტის” პირდაპირ ეთერში ქეთევან ალექსიძემ აღნიშნა, რომ პირველი მარტიდან მგზავრთა მოსაკრებელი 22 დოლარიდან 24 დოლარამდე მოიმატებს.
2016 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი დაახლოებით 2 მილიონ მგზავრს მოემსახურა